სიახლეები
პიროვნება

„ფანატიკოსი უნდა იყო საკუთარი საქმის და ყოფითი პრობლემები გადადო“ - მხატვარი ზურაბ ფაღავა
02-10-2020
-
+


მამა მხატვარი იყო და ალბათ სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ზურაბ ფაღავამ გადაწყვიტა, თავადაც გაჰყოლოდა ამ გზას. ოღონდ მიზანი სანკტ-პეტერბურგის აკადემია იყო, სადაც ჩაბარება იმ პერიოდში საკმაოდ რთული, უფრო სწორად, თითქმის შეუძლებელი გახლდათ; მაგრამ აბიტურიენტ ზურაბ ფაღავასთვის მიზანი არსებობდა და უკან დახევას არ აპირებდა - სკოლის დასრულების შემდეგ მამასთან ერთად სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა, თუმცა აკადემიაში საკუთარი ნამუშევრები რომ შეაფასებინა, უთხრეს - თქვენ აკადემიაში კი არა, ტექნიკუმში უნდა ჩააბაროთო. ასეც მოიქცა და მას შემდეგ ცხოვრებაში ბევრმა წყალმა ჩაიარა, მიზანსაც მიაღწია, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, პოლონეთშიც მოღვაწეობდა ახლაკი პანდემიის გამო, ძირითად დროს საკუთარ სახელოსნოში ატარებს.

რამდენად რთული იყო გზა პროფესიონალიზმამდე, რატომ დარჩა განხიბლული სანკტ-პეტერბურგით და ზოგადად როგორ ცხოვრობს მხატვარი ზურაბ ფაღავა, ამას Etaloni.ge-სთან ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სანკტ-პეტერბურგის აკადემიაში ჩასარიცხად, ბევრი იბრძოლეთ?

- მას შემდეგ, რაც აკადემიის გამოცდებზე არ დამიშვეს, სიმფეროპოლის სამხატვრო ტექნიკუმში მოვეწყვე და ის იყო, ერთგვარი ტრამპლინი... მესამე კურსზე გადავწყვიტე, რომ უკვე შეიძლებოდა, პრეტენზია მქონოდა მწვერვალების დაპყრობაზე და კვლავ პეტერბურგის აკადემიას მივაშურე, თუმცა არც ამჯერად გამიმართლა, საბოლოოდ, 1977 წელს ჩავაბარე და საკმაოდ გვიან - 1985 წელს დავამთავრე სანკტ-პეტერბურგის აკადემიაში სწავლა, ორი წელი აკადემიური მქონდა აღებული.

- აკადემიური რატომ აიღეთ?

- ერმიტაჟში პრაქტიკები გვქონდა და მე ტექნიკურად საკმაოდ რთულად შესასრულებელი ნახატი ავირჩიე. ორ თვეში მივხვდი, რომ წინ ვერ მივდიოდი და თავი მივანებე, პრაქტიკის პედაგოგს კი დაუსრულებელი ნაშრომი მივუტანე, რის გამოც შეფასება საერთოდ არ მომცა; შემდეგ ორი წელი  სტაჟირება გავიარე ბათუმის სამხატვრო კომბინატში და მოგვიანებით, პეტერბურგის აკადემიაც დავამთავრე.

- ამის შემდეგ იყო 90-იანი წლები და ხატვისთვის არავის ეცალა...

- მაშინ განუკითხაობა იყო... რასაც ვხატავდით, ვყიდდით... მოგვიანებით პოლონეთში გავემგზავრე და პერიოდულად იქით მიწევდა ყოფნა, ახლა კი მოგეხსენებათ, პანდემიაა, ძირითადად სახელოსნოში ვართ. სხვათა შორის, ძალიან დიდი ნოსტალგია მქონდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, სანკტ-პეტერბურგში ჩავედი, თუმცა ის პეტერბურგი აღარ დამხვდა - ის სული აღარ იყო. აკადემიაში კი უკვე ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი სწავლობდა - რას ვიზამთ, ისინი იხდიან ფულსო, - ასე მიპასუხეს.  

- რამდენ ხანს ცდილობდით, ჩარიცხულიყავით აკადემიაში, დღეს კი ეს ფულით მარტივად მოგვარებადი გახდა. ამ გადმოსახედიდან, ღირდა ამდენ წვალებად?

- მე მქონდა მიზანი და მას არ გადავუხვიე! ღირდა თუ არა? - ღირდა, რა თქმა უნდა. ხელოვნებას ემსახურები, გამოგდის თუ არა, სხვა თემაა, მაგრამ შინაგანად უნდა იყო მხატვრად დაბადებული.

- თქვენ მხატვრად ხართ დაბადებული?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით, რაღაცას ვცდილობ...

- თუმცა ეს სფერო საქართველოში ნაკლებად დაფასებულია.

- ნამდვილად ასეა, ეკონომიკურად მხატვრებს ძალიან უჭირთ.

- და როგორ უნდა ირჩინოს მხატვარმა თავი, ნიკალასავით ყველა კიბის ქვეშ ვერ იცხოვრებს.

- ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს - ყველგან კარგად გრძნობდე თავს, ასე არ გამოდის. აბიტურიენტები მყავს, ბავშვთა სამხატვრო სკოლაში ვასწავლი...

- არიან ახალგაზრდები დაინტერესებულები?

- ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, მაგრამ ხელშეწყობა აუცილებელია როგორც ოჯახის, ისე სახელმწიფოს მხრიდან...

- როგორ უნდა მოიქცეს მხატვარი, რომ სული არ დააკლოს ნამუშევარს?

-  გზა ჭეშმარიტებისკენ - ეს რომ ვიცოდე, გენიოსი ვიქნებოდი... მიზანდასახულობა და შრომა... ფანატიკოსი უნდა იყო საკუთარი საქმის და ყოფითი პრობლემები გადადო - სხვაგვარად არაფერი გამოვა.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება