სიახლეები
პიროვნება

„სიახლეების დამნერგავი ვერ იქნება დირექტორი, რომელიც ათეული წლებია მუშაობს ამ თანამდებობაზე“ - დავით ცვარიანი, ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი
02-10-2020
-
+


ამჯერად Etaloni.ge ცაგერის კოლორიტს, დავით ცვარიანს წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, გარშემომყოფებს ცხოვრება გაულამაზოს და წუთით მაინც დაავიწყოს არსებული პრობლემები. ბატონი დავითი ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორია, მომავალ თაობებზე წლებია ზრუნავს და მათ კაცთმოყვარეობას ასწავლის.

ცაგერის სკოლისთვის სასწავლო წელი ტრადიციულ რეჟიმში დაიწყო, რა თქმა უნდა, რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით, თუმცა ბატონმა დავითმა სასკოლო პოლიტიკა ოდნავ შეცვალა და ახლა მათ სკოლაში სამოქალაქო განათლება გაძლიერებულად ისწავლება, უფრო სწორად ამ საკითხს მეტი ყურადღება ეთმობა. რატომ მიიჩნია საჭიროდ მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერებას განსაკუთრებით ამაღლება, როგორ დაიწყო სწავლა ცაგერის საჯარო სკოლაში და რა არის მისი ცხოვრების კრედო, Etaloni.ge- ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი, დავით ცვარიანი ესაუბრება.  

- ბატონო დავით, რამდენად მომზადებული შეხვდა ახალ სასწავლო წელს ცაგერის საჯარო სკოლა?

- შეძლებისდაგვარად, ყველანაირად ვეცადეთ, 2020-2021 სასწავლო წელი დაგვეწყო უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით; კრიტიკული სიტუაციებისთვის შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, სკოლა მაქსიმალურად აღვჭურვეთ საჭირო ინვენტარით, რათა ვირუსის გავრცელების ალბათობა შეგვემცირებინა და რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მშობლებთან კომუნიკაციას. მოგეხსენებათ, მარტიდან ონლაინ-სწავლებაზე იყო სკოლა და სამწუხაროდ, მშობლებთან მუდმივი კონტაქტი ვერ მყარდებოდა; აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ მშობლებთან ურთიერთობის გეგმა, რათა მაქსიმალურად ჩართულიყვნენ სასკოლო ცხოვრებაში და ისეთი პრობლემები არ წამოჭრილიყო, რომელიც მოსწავლეს გააღიზიანებდა.

- საკმაოდ ბევრი რამ მოეთხოვება სკოლას, უსაფრთხოების თვალსაზრისით. რთულია რეკომენდაციების შესრულება?

- სიმართლე გითხრათ, შრომატევადია ეს ყველაფერი... ჩვენი სკოლა, მოსწავლეთა რაოდენობის მხრივ, დიდია და ამიტომ, მთელი კოლექტივი მობილიზებულები ვართ, რაიმე არ მოხდეს გაუთვალისწინებელი, რაც გამოიწვევს მოსწავლის ან თანამშრომლის დაზიანებას; მთავარი აქცენტი მხოლოდ აკადემიურ მოსწრებაზე კი არა, იმაზე გვაქვს გადატანილი, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას.

პედაგოგთა უმრავლესობას, სამწუხაროდ, მიაჩნია, რომ მხოლოდ საგნის სწავლებაა მთავარი მიზანი და ამით შემოიფარგლება მათი საქმიანობაც, მე და ჩემი გუნდი კი ყველანაირად ვცდილობთ, ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს ისეთი საკითხები, რომლებიც მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, ადამიანურ ღირებულებებს, პრინციპებს, სამართლიანობას, კანონის უზენაესობას ემსახურება და  ყველა მასწავლებელმა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ საგანს ასწავლის, ყურადღება გაამახვილოს ამ საკითხებზე.

- რამ შექმნა საჭიროება, აქცენტები მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე გადაგეტანათ?

- სამწუხაროდ, ბოლო დროს, ხშირად გვესმის მოზარდთა აგრესიის შესახებ, უფროსებისა და თანატოლებისადმი უპატივცემულობამ წინა პლანზე გადმოიწია და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მაქსიმალური აქცენტები გადაგვეტანა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე - რა არის მოსწავლის მოვალეობა, როგორ უნდა იქცეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად... გადავწყვიტეთ, მეტად გვემუშავა ამ კუთხით.

- ონლაინ-სწავლებაზეც გკითხავთ, რომლის შედეგებსაც საკლასო ოთახებში დაბრუნებულები, ალბათ უკეთ დაინახავდით.

- როცა არ არსებობს სათანადოდ გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, არც მასწავლებლების, არც  მოსწავლეების მხრიდან, რა თქმა უნდა, ხარვეზი მეტია; მით უმეტეს, ძალიან რთულია, დისტანციურად ასწავლო ბავშვებს ადამიანური ურთიერთობები, მეგობრობა, სიყვარული, თანადგომა და იმედია, აღარ მოგიწევს იმ რეჟიმზე დაბრუნება, რადგან დადებით მხარესთან ერთად, ბევრი უარყოფითი გააჩნია დისტანციურ სწავლებას.

- რთულია სკოლის დირექტორობა, ბატონო დავით?

- წლებია დირექტორი ვარ და მგონია, რომ ცუდად არ ვემსახურები ამ საქმეს, თუმცა ალბათ აღარ გავაგრძელებ ამ საქმიანობას. ათეული წელი და მეტი, საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობები  ამოწუროს. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ -  სიახლეების უფრო მეტად დამნერგავი ნამდვილად ვერ იქნება დირექტორი, რომელიც ათეული წლებია მუშაობს ამ თანამდებობაზე. რაც შეეხება კითხვას - რთულია თუ არა დირექტორობა? - თუკი საქმის კეთება გიყვარს, ნამდვილად არ არის რთული, მთვარია, ბავშვები გიყვარდეს; თუკი დირექტორს თავისი საქმე გათავისებული აქვს, მაშინ შეუძლებელი არაფერი. მართალია, სკოლის ხელმძღვანელობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ არ ვარ ზარმაცი და ვიცი, ვის, როგორ დავუდგე გვერდით.

- ცაგერის კოლორიტი ბრძანდებით...

- ხუმრობა მიყვარს ძალიან და ვცდილობ, ადამიანები გავამხნევო, გამოვუკეთო განწყობა და გავუმარტივო ცხოვრება.

- თქვენ ვინ გიმარტივებთ ცხოვრებას?

- ადამიანებისგან ბევრს ვსწავლობ და პირადად მინდა, ჩემი სკოლიდან წამოსული ბავშვები ღირსეულ ადამიანებად აღიზარდონ, მიხვდნენ, როგორ დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში. რამდენად გამომდის, ალბათ ამას თაობები შეაფასებენ, ჩემი მინუსებიც მაქვს და ბევრსაც ვშრომობ, ერთადერთი კი, რასაც ვერასოდეს ვაპატიებ ადამიანს - უმადურობაა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება