მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-შეჯიბრს ატარებს - დღეს ''ქალაქ ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.
ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ზუგდიდის N1 სკოლას ესტუმრა.
გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის ''ქალაქ ზუგდიდის ეტალონ მოსწავლეს'' დაჩი ჯიქიას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ''ეტალონის'' ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.
ამ წუთებში კი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ზუგდიდის კულტურის ცენტრ ''ოდიშში'' მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში ქალაქ ზუგდიდის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ღონისძიებას ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა ფარცვანია, ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან, ასევე მოწვეული სტუმრები - სენაკის N7 სკოლიდან - დირექტორი ბიძინა ტაბაღუა, 2016-2017 სასწავლო წლის ''სენაკის ეტალონი მოსწავლე'', ''ეტალონის'' ფინალში საპრიზო ადგილზე გასული მონაწილე რეზი ხურცია და მოსწავლე მერაბ ლატარია.
სენაკის N7 სკოლის მოსწავლეები სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ლექსებს წაიკითხავენ.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
''ეტალონი'' 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.
ს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან, ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას