მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ევროპათმცოდნეობის სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი, ლექტორი, საერთაშორისო დონის სერთიფიცირებული ტრენერი, საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი - ეს ის ჩამონათვალია, რასაც სულ რაღაც 35 წლის ლია ბუკიამ მიაღწია.
ხობელმა გოგონამ სტუდენტობის დროს გადაწყვიტა, თავისი თავი ცოდნაში გამოეცადა, ყოველდღიური დაუღალავი შრომით თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გაეკეთებინა და წარმატებისთვის ასე მიეღწია. წარმატებამაც არ დააყოვნა.
2019 წელს ლია ბუკია გახლდათ ტრენინგ ცენტრ ,,ცოდნის’’ დირექტორი. სწორი გათვლით, მან პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სწრაფად ჩამოაყალიბა წარმატებული ტრენერთა გუნდი და დაკისრებული ვალდებულებაც ღირსეულად შეასრულა - ამ გუნდის დახმარებით კვალიფიკაციის ამაღლება 6000-ზე მეტმა პედაგოგმა შეძლო.
2020 წლიდან საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.
მის სახელს უკავშირება კვლევითი ინსტიტუტის მიერ ახალგაზრდა თანამშრომლის - ირმა ჭკუასელის სახელობის სასწავლო სტიპენდიის დაარსება. კვლევითი ინსტიტუტი პირველი იყო, რომელმაც შეძლო პანდემიის პირობებში მთელი საქართველოს ყველა კუთხიდან მასწავლებელთა ონლაინ სწავლებაში ჩართვა. ასევე პირველი იყო, რომელმაც პარტნიორ ორგანიზაციასთან - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიასთან არსებულ სასულიერო ცენტრთან ერთად მაღალ დონეზე ჩაატარა მოსწავლეთა ონლაინ კონფერენცია „უკეთესი განათლებისთვის“; მოახერხა ონლაინ სწავლების პლატფორმის შექმნა.
კვლევითი ინსტიტუტი ჩართულია 6 საერთაშორისო სასწავლო პროექტში.
ქალბატონი ლია 4 თვეა ონლაინ ატარებს ლექციებს საფრანგეთში მყოფი ქართველი სტუდენტებისთვის.
მეცნიერების პარალელურად, არის დედა, მეუღლე, მეგობარი, პროფესიაზე შეყვარებული ადამიანი მრავალი ინტერესით. ცდილობს, ოპტიმალურად გაანაწილოს დრო პრიორიტეტებისთვის, რომ ჰარმონიულად მოახერხოს ყველა მოვალეობის და ფუნქციის შესრულება, პროფესიული და პირადი განვითარებისათვის ზრუნვა და ამასთან, დატკბეს სიცოცხლით „აქ და ახლა“. უყვარს თავისუფალ დროს ბუნებაში ხეტიალი. დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანების დახმარება, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება; არ ენანება დროის განაწილება კეთილი საქმეებისთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“