ტყუპებს საუკეთესო კვირა გაქვთ, მორიელებს სირთულეები გელით - როდის იწყება ყველა ნიშნისთვის რთული პერიოდი?
8 ოქტომბრამდე პოზიტიური პერიოდია, ეცადეთ მოაგვაროთ საქმეები. ხოლო 8 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე სირთულეები მეტი იქნება და ფრთხილად უნდა იყოთ - ამბობს მიხეილ ცაგარელი. ხვალ საინფორმაციო სიურპრიზების დღეა. ხუთშაბათსაც მოულოდნელი სიურპრიზების წინაშე შეიძლება დადგეთ. შაბათს ტრამვებს უფრთხილდით. კვირას არ შეეწინააღმდეგოთ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, მათ შორის პოლიციელებს.
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:ვერძი: აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური ხართ. იდეების გენერირება შეგიძლიათ. მაგრამ გაქვთ ერთი პრობლემა - ყველაფერი უნდა გქონდეთ იურიდიულად გაფორმებული - ურთიერთობებიდან დაწყებული საქმეებით დასრულებული. ამასთან, ხელმძღვანელებთან დიპლომატია თუ არ გამოიყენეთ და სიხისტეს გამოავლინეთ, შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობები.
კურო: ენერგოტონუსი იკლებს, იმუნიტეტი დაბალია, განწყობა არ არის სტაბილური. გადაერთეთ ინდივიდუალურ საქმეებზე, კოლექტიური საქმიანობის კვირა არ არის. ძველმა ვალებმა შეიძლება იჩინოს თავი.
ტყუპები: აქტიური და წარმატებული ხართ. ყურადღების ცენტრში იქნებით, ყველა სახის ახალ იდეა-პროექტებს შეგიძლიათ სათავეში ჩაუდგეთ. კონტაქტური ხართ, ნებისმიერ სფეროში, მათ შორის პიარ-კომპანიებში სათავეში თუ იქნებით, საინტერესო იდეებს განახორციელებთ. თქვენი პოპულარობა იზრდება, პირადი ურთიერთობებისთვის და ფინანსური კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო დროა.
კირჩხიბი: ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, სიზარმაცისა და განმარტოებისკენ გაქვთ მიდრეკილება. დაისვენეთ შეძლებისდაგავარად. კარგი დროა ახალი იდეების დასახვისთვის.
ლომი: ერთ-ერთი საუკეთესო დროა, აშკარა ლიდერი ხართ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების, საინტერესო პროექტებში ჩართვის, ახალი კონტაქტების დამყარებისთვის და კარიერული წინსვლისთვის კარგი დროა. პოპულარული ხართ ამ პერიოდში.
ქალწული: არანაირი სულიერი მხარე არ გაინტერესებთ, მატერიალიზმისკენ ხართ მომართული. შეგიძლიათ ფინანსური პრობლემები მოაგვაროთ და შემოსავალიც კი ნახოთ. მთავარია ზედმეტად არ გადაიტვირთოთ, ზედმეტი პასუხისმგებლობა არ დაიკისროთ. ფინანსურად კარგი კვირაა.
სასწორი: ერთ-ერთი წარმატებული ნიშანი ხართ. კომუნიკაბელური ხართ და იზიდავთ ადამიანებს, შეგიძლიათ პროფესიული წინსვლა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა. პირადი და საქმიანი კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო დროა.
მორიელი: რთული პერიოდი გაქვთ, თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვთ 8 ოქტომბრამდე მოასწარით, შემდეგ აიღეთ ტაიმ-აუტი. მშვიდ რიტმზე გადაერთეთ, აქტიურობა გააღიზიანებს კოლეგებს და გარმშემომყოფებს. თქვენში სარკაზმი, ცუდი აზრების მოზღვავება და ეჭვიანობა გამძაფრდება. შვებულება აიღეთ. ცუდ აზრებს ნუ აფრქვევთ, პოზიტივზე გადაერთეთ.
მშვილდოსანი: კარგი კვირა გაქვთ. დაკარგული ნივთების პონის და ძველი პრობლემების გადაწყვეტის საშუალება გექნებათ. მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტებისთვის, უცხო ენების ათვისების მაღალი შესაძლებლობები გაქვთ. ეს კვირა ხელს უწყობს პროფესიული განვითარებას და რომანტიკულ ურთიერთობებში ჩართვას, მატერიალური კუთხითაც შეიძლება გაიუმჯობესოთ მდგომარეობა.
თხის რქა: საქმიანი კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა, შეიძლება უცებ შემოგთავაზონ თანამდებობა, ან ისეთი საქმე შეასრულოს, რაც ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. მატერიალური დივიდენდებიც შეიძლება მიიღოთ. თუმცა მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას.
მერწყული: კონტაქტური და ქარიზმატული ხართ. კარგი პერიოდია, იდეების განხორციელების შესაძლებლობა გაქვთ. თქვენს ორიგინალურ იდეებს კარგად გაუგებენ. 8 ოქტომბრის შემდეგ დიპლომატია მოიშველიეთ, შეიძლება კოლეგებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ.
თევზები: პრეტენზიები მატულობს თქვენდამი, კრიტიკულ ქარცეცხლში შეიძლება მოექცეთ. იმუნიტეტი კლებულობს, ემოცია მატულობს, რის გამოც მშვიდ რიტმზე და ინდივიდუალურ საქმიანობაზე გადადით. კოლექტიურ საქმიანობას მოერიდეთ.