სიახლეები
სიახლეები

მოწამვლის სიმპტომებით 50-მდე მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს - მათი ნაწილი მკურნალობას გორის სამედიცინო ცენტრში აგრძელებს
05-10-2020
-
+


სამედიცინო ცენტრ „იავნანაში” მოწამვლის სიმპტომებით 48 არასრულწლოვანი შეიყვანეს, - აღნიშნულის შესახებ „იავნანას” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ განაცხადა და დასძინა, რომ ამ დროისთვის სტაციონარულ მკურნალობას 16 პაციენტი გადის.

„შაბათ-კვირას კლინიკას 48-მა პაციენტმა მომართა, აქედან 32 პაციენტი კვირას შემოვიდა კლინიკაში. 16 პაციენტი მოთავსდა პედიატრიულ განყოფილებაში ბაქტერიული გასტროენტერიტით. იგივე დიაგნოზით და გულისრევა-პირღებინებით, 23 პაციენტს აღმოვუჩინეთ დახმარება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და უკვე გაეწერნენ ბინაზე.

ამ დროისთვის სტაციონარში რჩება 16 პაციენტი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.

ამ ტიპის მოწამვლა შეიძლება იყოს საკვებთან ან წყალთან დაკავშირებული, თუმცა, დაზუსტებით ამის თქმა არ შემიძლია. ჩემი ინფორმაციით, ანალოგიური სიმპტომები აქვთ მოზარდთა მშობლებსაც, რომლებმაც, როგორც ვიცი, შესაბამის კლინიკებს უკვე მიმართეს”, - განაცხადა ლია ლაზარაძემ.

„იავნანას” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკაში მიმართვიანობა  მოიმატებს, სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი პაციენტების მისაღებად.

როგორც ცნობილია, კლინიკაში მოწამვლის სიმპტომებით შეყვანილი ყველა არასრულწლოვანი კომბინატის დასახლების ტერიტორიის მაცხოვრებელია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სავარაუდო მოწამვლის მიზეზი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

დირექტორმა მაია თავართქილაძემ ყველა ქალბატონს მიულოცა დღესასწაული და საჩუქრებით გადასცა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება