მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს მასწავლებლის დღეს ულოცავს. მილოცვას უერთდებიან მოსწავლეებიც, პედაგოგ ნინო დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით.
„ასლან შაინიძეს სახელობის, სოფელი დისველის საჯარო სკოლა მთელ საქართველოს და განსაკუთრებით დისველის პედაგოგებს ულოცავს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, უსურვებს პროფესიულ წინსვლასა და მომავლის წიაღით გაჯერებულ ცას!
პედაგოგი არის აქსიომა, მენტალური, მორალური თვალსაზრისით, პიროვნულ ღირებულებებზე აგებული წყალზე მოტივტივე ნავი. მისი სიმსუბუქე არ ძირავს, ის მიილტვის აბობოქრებულ ტალღებისკენ, რომელის სიმძლავრეც ხშირად უკუაგდებს ნაპირისკენ, თუმცა ნავი მაინც ემიჯნება ქვიშას, უნებურად წყლის ჭავლში უნდა ნავარდი, არის გაჯერებული დიდი ენერგიით, დამუხტული პიროვნული ღირებულებებით, რომელის წინაშეც ბუნებრივი ძალაც კი უძლურია.
თანამედროვე მეთოდებით შემოფარგლული სწავლება მასწავლებელს ხდის უფრო ალტერნატიულს, ნოვატორულს, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოსწავლის ღირებულებებზე, აღზრდა-განვითარებაზე, სწორად მიმართულ ინტელექტუალურ თვალსაზრისზე. ეს გახლავთ ის ჯეროვანი ინდივიდუალოურობა, რომელიც მორგებულია აღსაზრდელის როლზე. ყოველთვის მხიბლავდა ის ეროვნული მოტივი, რომლის წიაღშიც იზრდება და იკვეთება მოსწავლე, როგორც პიროვნება. კეთილგანწყობილი აღქმა კი, როგორც გარემოს, ასევე პედაგოგის უანგარო ზეგავლენაა. მოსწავლე სრულად უნდა გრძნობდეს თავის ინდივიდუალობას, რაც გამოიკვეთება ანალოგიური მიდგომით. უსაფრთხო გარემო თანამედროვე მეთოდიკის შემდგარი სქემაა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ნებისმიერი პედაგოგი შეძლებს ამ სქემის დაძლევას, მოსწავლის კეთილი სურვილის ორიენტირებას საგანამანათლებლო პროცესზე. მე მივესალმები ამ პროგრესს განათლების სისტემაში და ჩემი როლიც ამ მიღწევაში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებაა.
სწორედ ეს არის ნებისმიერი მასწავლებლის მოწოდება, რომ მიაღწიოს საწადელს, გახადოს მოსწავლე თავდაჯერებული და მოტივირებული.
მთელ დისველის კოლექტივს ვულოცავთ დღევანდელ დღეს, მოლოცვას უერთდებიან მე-8 კლასის მოსწავლეები ინგლისური ენა-ლიტერატურის პედაგოგის, ნინო დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით და წარმოგიდგენთ საკუთარი ძალისხმევით შექმნილ მოლოცვის ტექსტით გაფორმებულ პლაკატებს. ეს არის ერთგვარი სიყვარულისა და სითბოს გამოხატვა თქვენ მიმართ, დისველის პედაგოგებო!“-წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“