მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის დირექცია მოკრძალებითა და დიდი პატივისცემით სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგ ლილი კონცელიძეზე სტატიას აქვეყნებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული პედაგოგს ემადლიერება სოფელი და მისი აღზრდილი თაობები!
„ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით მაგალითი და მისაბაძი ხდებიან ჩვენთვის. ამოუცნობია, როგორ აღწევენ ისინი, იყვნენ ძლიერები და თავდაბლებიც. ჰქონდეთ საუკეთესო ოჯახი, იყვნენ პროფესიონალები, კარგი მეგობარი და მეზობელიც.
სოფელ ფერიაში ცხოვრობს ქალბატონი ლილი კონცელიძე-მუსხაჯბა, ამ ვეებერთელა სოფლის ერთ-ერთი გამორჩეული ოჯახის დედა და დიასახლისი.
პედაგოგიური ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ქალბატონი ლილი მალე გახდა დიდი ტრადიციული აფხაზური ოჯახის რძალი. საქებარი სიტყვები, როგორც პატივსაცემი ოჯახის ახალგაზრდა დიასახლისმა ქალბატონმა ლილიმ ძალიან მალე დაიმსახურა. ტრადიციათა და აფხაზური სტუმართმასპინძლობით განთქმულ ოჯახს ქალბატონი ლილი დიდი სიყვარულით უვლიდა. ქართულ ტრადიციებს საუკეთესოდ შეუთავსა აფხაზურიც.
ოთხი შვილის დედა მეუღლესთან ერთად ერთმანეთს უთავსებდა შვილების აღზრდას და უდიდეს პასუხისმგებლობას-პედაგოგობას ფერიის საჯარო სკოლაში.
ოჯახური ბედნიერება მას, რა თქმა უნდა, დაეხმარა გამხდარიყო საუკეთესოთა შორის საუკეთესო პედაგოგი.
სოფელი ფერია გამორჩეულ თანასოფლელთა თავში ქალბატონ ლილის ასახელებს, რადგან ამ სამაგალითო ქალბატონის ბიოგრაფია სწორედ ფერიაში დაიწერა.
პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი სწორედ აქ აღინიშნა. დღესაც საოცარი ხალისითა და სიყვარულით ურჩევს მათ, ვისაც ეს სჭირდება, უფრო მეტად დამწყებ პედაგოგებს.
დღეს ქალბატონი ლილი დამსახურებულ პენსიაზეა პედაგოგის ჯილდოთი. ფუსფუსებს თავის მრავალრივხოვან ოჯახში ჩუმად... აფრქვევს მზრუნველობასა და სიყვარულს და იღებს იმდენს, რამდენიც მის ქალობას, დედობას, მასწავლებლობასა და ადამიანობას ეკუთვნის“,-წერია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“