სიახლეები
საინტერესო

„ჩემი შემხედვარე ბავშვები სწავლობენ ტოლერანტობას“ - სკოლის მასწავლებელია ადამიანი, რომელსაც მთელი სხეული მოსვირინგებული აქვს
22-11-2020
-
+


ადამიანი, რომელსაც მთელი სხეული მოსვირინგებული აქვს სკოლის მასწავლებელია. 35 წლის სილვენ ელენი საფრანგეთის დაწყებით სკოლაში მუშაობს. აქამდე მას მეორე სამსახურიც ჰქონდა საბავშვო ბაღში, თუმცა ახლახანს მშობლის ჩივილის გამო ბაღის აღსაზრდელებს ჩამოაშორეს. ერთ-ერთი ბავშვის მშობლის თქმით, მისი იერსახე ბავშვებს აშინებს. 

სილვენ ელენი - უჩვეულო მასწავლებელია, მისი სხეული, სახე და ენა სვირინგებით არის დაფარული, მისი თვალის გუგა კი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ სრულად შავია. გასულ წელს სილვენი პარიზის შემოგარენში, Docteur Morere Elementary School-ში საბავშვო ბაღის აღმზრდელად მუშაობდა, როდესაც სამი წლის ბავშვის მშობლებმა განათლების ორგანოებს ჩივილით მიმართეს. მათ განაცხადეს, რომ მათ ვაჟს, რომელსაც ელენი არ ასწავლიდა, კოშმარები დაესიზმრა, მას შემდეგ, რაც ის დაინახა. 

რამდენიმე თვის შემდეგ ხელმძღვანელობამ მას შეატყობინა, რომ ის ბაღის აღსაზრდელებს ვეღარ ასწავლის. განათლების ადგილობრივი დეპარტამენტის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ ექვს წლამდე ბავშვები „შესაძლოა მისმა გარეგნობამ შეაშინოს“. საფრანგეთის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოთხოვნები შესაძლოა წაყენებული იყოს მხოლოდ მასწავლებლის ტანსაცმელზე, ამიტომ სილვენი სკოლის წესს არ არღვევს. 



სვირინგების გაკეთება მან 27 წლის ასაკში დაიწყო. მშობლების ჩივილის მიუხედავად, სილვენი ამბობს, რომ ბავშვებს მასთან სულ რამდენიმე წუთიანი ურთიერთობის შემდეგ ავიწყდებათ, რომ ის განსხვავებულად გამოიყურება. მასწავლებლის თქმით, ის აჩვენებს მოსწავლეებს, რომ მათ განსხვავებული ადამიანები უნდა მიიღონ. 

„ჩემი შემხედვარე ბავშვები სწავლობენ ტოლერანტობას. შესაძლოა, ჩემი წყალობთ ბავშვები აღარ გაიზრდებიან რასისტები“,- აღნიშნა მან.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები, ანბანის მუზეუმი, ვიქტორინა... - სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ფესტივალში - „ხელოვნება - თავად უკვდავებაა“
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება