მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში პროექტის U-18 („მეტი შეგვიძლია“) განხორციელება დაიწყო.
პროექტის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით.
პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია DRA, გერმანიის დაფინანსებით, რომელშიც ჩართულია შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, უკრაინა, საქართველო, რუსეთი.
„აღნიშნული პროექტი წარგვიდგინა და გაგვაცნო სიქა საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის დირექტორმა ინგა პაიჭაძემ.
პროექტი U-18 („მეტი შეგვიძლია“) მხარდაჭერილია განათლების სამინისტროს მიერ, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებასა და ხელშეწყობას.
სწავლის დასაწყისში რამდენიმე გაკვეთილი მიეძღვნა წინასაარჩევნო მზადებას, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო სამართალი, საარჩევნო სისტემა-მაჟორიტარული და პროპორციული, საარჩევნო უფლების არსი (აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება), საარჩევნო სამართლის პრინციპები.
ოქტომბრის პირველ კვირას ჩატარდა ნახატების კონკურსი. მოსწავლეებს დაევალათ საარჩევნო ყუთის დახატვა, გამოვლინდა გამარჯვებულიც, ნახატის ფონზე შეიქმნა მაკეტი, რომლის დამზადებაშიც დაეხმარა მოსწავლეებს ხელოვნების პედაგოგი: ნათია ჩხეტიანი. გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები: ელვირა მირზაევა, ვუსალ ვალიევი, ილჩნურ მამედოვი, სოლმაზ გუსეინოვა.
პროექტი U-18 („მეტი შეგვიძლია“) ფარგლებში გრძელდება მუშაობა, შემდეგ კვირაში დაგეგმილი გვაქვს ესების კონკურსი, ამასთანავე საგაკვეთილო პროცესზე ვიხილავთ საარჩევნო პროგრამებს, რომელშიც აქტიურად არის ჩართული მეცხრე-მეათე კლასი, რომელსაც ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი: ლამზირა ოსეფაშვილი“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის თემა გახლდათ - „ფიზიკისა და მეცნიერების განვითარება“