სიახლეები
სიახლეები

2000-ლარიანი ხელფასი პედაგოგებს; 4-წლიანი უფლებამოსილება ​დირექტორს, უფასო სადილი მოსწავლეებს - რას ჰპირდებიან განათლების სფეროს პარტიები
31-10-2020
-
+


31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და მოსახლეობას საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვინ იქნება ქვეყნის სათავეში და რა პრიორიტეტები ექნება ქვეყანას.

იმის გათვალისწინებით, რომ პარტიების უმეტესობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს განათლების სისტემის განვითარების პრიორიტეტულობაზე etaloni.ge დაინტერესდა, რა წერია პარტიების საარჩევნო პროგრამებში განათლებაზე:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ (N41):

პროგრამაში აღნიშნულია, რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განსახორციელებლად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება:

  • გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება;
  • მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;
  • გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება;
  • გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;
  • გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება და ამავდროულად ჩამოყალიბდება დაფინანსების კონცეპტუალურად ახალი მოდელი;
  • საქართველო გახდება Erasmus+ პროგრამული ქვეყანა, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი იქნება პროგრამის ყველა კომპონენტი;
  • გაიზრდება სახელმწიფოს დაფინანსებით სამეცნიერო საგრანტო კონკურსების რაოდენობა;
  • ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობას;
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი ჩამოყალიბდება, როგორც უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის მქონე მეცნიერებისა და განათლების კერა.

„ევროპული საქართველო“ (N2):

საგანმანათლებლო სფეროს გაჯანსაღებისთვის „ევროპული საქართველო“ კერძო განათლების სფეროს გაათავისუფლებს სახელმწიფო რეგულაციებისგან, ხოლო საჯარო სკოლებს მიანიჭებს ფინანსურ და მმართველობით ავტონომიას. გაიზრდება მშობელთა როლი სკოლების მართვაში და აღიკვეთება მასწავლებლებზე პოლიტიკური ზეწოლა.

ამასთან ერთად, „ევროპული საქართველოს” საპარლამენტო გუნდი კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს მთავრობას, უკვე მომავალი წლიდან თუ როგორ გაიზარდოს ვაუჩერის პრინციპზე გადაყვანით, სკოლამდელი განათლების (საბავშვო ბაღების) ხელმისაწვდომობა და არჩევანი სასკოლო ვაუჩერის ღირებულება, რომ სასკოლო სამეურვეო საბჭოებს, სკოლების სრულყოფილი თვითმმართველობისა და ფინანსური ავტონომიის პირობებში, საშუალება მიეცეთ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 700 ლარამდე, ხოლო სერტიფიცირებულ ყველა მასწავლებელს – მინიმუმ 1000 ლარამდე გაეზარდოს.

8000 სტუდენტით სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა.

„ლელო“ (N56):

წინა საარჩევნო ხედვას განათლებაზე : ქართული განათლება = ევროპულ განათლებას

  • თანამედროვე და უსაფრთხო სკოლა;
  • მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლება;
  • ოჯახის თანამონაწილეობა სკოლის მართვაში;
  • სკოლის დეპოლიტიზება;
  • სკოლის საკადრო, ფინანსური და ლოჯისტიკური დეცენტრალიზაცია;
  • პროფესიული სასწავლებლები - ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტერესი;
  • ბაგა-ბაღების ხელმისაწვდომობა;
  • დისტანციური სწავლების დანერგვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების შვილებისთვის;
  • უფასო სადოქტორო პროგრამები;
  • სამეცნიერო კვლევების წახალისება;
  • წამყვანი დასავლური უმაღლესი სასწავლებლების ფილიალების დაფუძნება საქართველოში.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია” (N10) წინა საარჩევნო ხედვას განათლებაზე:

  • სახელმწიფოსგან დაფინანსებული უმაღლესი განათლება ყველა სტუდენტს;
  • უფასო ერთჯერადი კვება სასკოლო დაწესებულებებში;
  • 70 ახალი ბაგა-ბაღი ქვეყნის მასშტაბით.

მოცემული სამი ძირითადი პუნქტის გარდა ლეიბორისტული პარტია გეგმავს შემდეგ ცვლილებებს:

საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის სპეციალური კურსის შემუშავება, რაც აამაღლებს მათ კვალიფიკაციას და მოარგებს თანამედროვე სტანდარტებს.

შეიქმნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალ სასწავლო პროგრამები სკოლამდელი განათლების სფეროში ახალი პროფესიონალი კადრების გაჩენის მიზნით.

ყველა სკოლას ეყოლება საკუთარი ფსიქოლოგი, რაც პოზიტიურ ცვლილებას შეიტანს მოსწავლეთა აღმზრდელობით კომპონენტში, ასევე მკვეთრად შეამცირებს ბულინგისა და ჩაგვრის შემთხვევებს.

სასკოლო მასალა სრულ შესაბამისობაში მოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების სტანდარტებთან.

მოხდება სასწავლო დაწესებულებების დეპოლიტიზირება. პედაგოგები და ლექტორები ორიენტირებულნი იქნებიან სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე და არა საარჩევნოდ ხმების შეგროვებაზე.

შეიქმნება ცალკე მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში ბავშვთა უფლების დაცვის შესახებ. ასევე, ამოქმედდება ბავშვთა ომბუდსმენის აპარატი.

გაუქმდება საუნივერსიტეტო თვითმართველობები და ჩანაცვლდება თემატური კლუბების მიერ, რაც სტუდენტებს განვითარებისა და საკუთარი გარემოს მართვის მეტ საშუალებას მისცემს. დამატებით, საგრძნობლად შემცირდება არაჯანსაღი პოლიტიკური გავლენები ახალგაზრდულ გაერთიანებებზე.

პროფესიული განათლების დიპლომი გაუთანაბრდება აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომს. პროფესიული კოლეჯების სტუდენტები იგივე შეღავათებით ისარგებლებენ, რითაც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები სარგებლობენ.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ (N27) :

სტრატეგია „აღმაშენებლის” ფარგლებში შემუშავებული განათლების პროგრამა ითვალისწინებს განათლების სისტემის დეპოლიტიზაციას, დეცენტრალიზაციას და მოდერნიზაციას.

ადრეული და სკოლამდელი განათლება:

  • პირდაპირი წესით არჩეული საბავშვო ბაღის დირექტორი, რომელსაც ირჩევს საბავშვო ბაღის თანამშრომლები და მშობლები. ბაღის დირექტორის ხელფასი 1500 ლარი;
  • პედაგოგთა და აღმზრდელთა ხელფასების ზრდა, მათი შრომის ადეკვატური ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მინიმუმ 700 ლარით.

ზოგადი განათლება:

  • პირდაპირი წესით არჩეული 2083 -ივე საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილება უნდა განისაზღვროს 4 წლის ვადით;
  • არჩეული სკოლის დირექტორის ხელფასი უნდა იყოს 3000 ლარი;
  • კვალიფიციური და სერტიფიცირებული მასწავლებლის მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს 1000 ლარით;
  • ყოველწლიურად 500 მასწავლებლის საკვალიფიკაციო სტაჟირება უცხოეთში.

უმაღლესი განათლება:

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია - ტოპ 100 უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნილ პროგრამებზე ჩარიცხულ თითოეულ სტუდენტზე აკრედიტირებულ უსდ-ს ეძლევა სახელმწიფო გრანტზე (2250 ლარი) +30%-იანი დანამატი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია (N5) წინა საარჩევნო ხედვას განათლებაზე:

  • ბაღის აღსაზრდელებს - 1500 ლარიანი ვაუჩერი კერძო ან სახელმწიფო ბაღისთვის;
  • სასკოლო განათლების დაფინანსება გასამმაგდება: სკოლის მოსწავლეებს ყოველწლიურად 2000 ლარიანი სასკოლო ვაუჩერი ექნებათ, რომელსაც მშობელი როგორც კერძო ისე საჯარო სკოლაში გამოიყენებს;
  • უფასო სადილი - საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს;
  • 2000 ლარი ხელფასი - პედაგოგებს;
  • დაინერგება ამერიკული და ევროპული საგანმანათლებლო პროგრამები;
  • სტუდენტებს განათლების დაფინანსება გაუორმაგდებათ - 4500 ლარიანი ყოველწლიური სახელმწიფო გრანტი;.
  • უცხოეთში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის დაფინანსება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება