სიახლეები
სიახლეები

რესურსცენტრებმა სამინისტროსგან დოკუმენტი მიიღეს - რომელი გაკვეთილის წესები იცვლება და რომელ პედაგოგებს ეხება 15-წუთიანი გასეირნების მოწყობა
07-10-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა საჯარო და კერძო სკოლებში გადასაგზავნი დოკუმენტი მიიღეს. 

საკმაოდ მოცულობით დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების ჩატარების დროს დასაცავი რეკომენდაციები. 

„გთხოვთ, წარმოდგენილი რეკომენდაციები გაავრცელოთ თქვენდამი დაქვემდებარებულ საჯარო და კერძო სკოლებში. გთხოვთ, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილები ჩაატაროთ წინამდებარე რეკომენდაციების შესაბამისად“ - წერს სამინისტრო რესურსცენტრებს. 

რეკომენდაციები საჯარო და კერძო სკოლებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების ჩატარებასთან დაკავშირებით: 

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების მიმდინარეობა

ღია სივრცეში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია კლასის სრული შემადგენლობით;

ღია სივრცეში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების ჩატარებისას ხელმისაწვდომ ადგილას უნდა განთავსდეს ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;

დახურულ სივრცეში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე მოსამზადებელი ნაწილის (სამწყობრო და ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშების კომპლექსები) ჩატარება შესაძლებელია მთელი კლასის ჩართულობით არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანციის დაცვით;

იმ შემთხვევაში, თუ დახურულ სივრცეში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 20-ს და დარბაზის ფართი 180 მ 2-ზე ნაკლებია, გაკვეთილის ძირითადი ნაწილი უნდა ჩატარდეს კლასის ორ ჯგუფად გაყოფით (ერთი ჯგუფი ჩართულია ფიზიკურ აქტივობებში, ხოლო მეორე ჯგუფი 1 მეტრიანი დისტანციის დაცვით ზის მათთვის სპეციალურად განკუთვნილ/გამოყოფილ ადგილზე), გარკვეული დროის შემდეგ ჯგუფები ცვლიან პოზიციებს. ხოლო, 180 მ და 2 მეტი ფართის შემთხვევაში (იგულისხმება: 10X18-ზე, 12X24-ზე და სხვა დარბაზი) შესაძლებელია გაკვეთილის ჩატარება კლასის სრული შემადგენლობით არანაკლებ 1 მეტრი დისტანციის დაცვით;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც დახურული სივრცის ფართი 288 მ² და მეტია (იგულისხმება 12X24-ზე და სხვა დარბაზი), სივრცის ორ ნაწილად გაყოფის შემთხვევაში (სივრცეები გამოიყოს ერთმანეთისგან ლენტით ან სხვა საშუალებით), ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე შესაძლებელია ერთდროულად ორი კლასის შესვლა (გაკვეთილის ჩატარებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ზემოთ მოცემული რეკომენდაციები);

საბაზო-საშუალო საფეხურზე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საგნისთვის განკუთვნილი 2 კვირეული საათიდან, შესაძლებელია სკოლის სივრცეში 1 საათი ჩატარდეს ფიზიკური აქტივობები, ხოლო 1 საათი დაეთმოს დისტანციურ სწავლებას (დისტანციური სწავლებისას შესაძლებელია როგორც პროექტების მომზადება და პრეზენტაციების მოწყობა, ასევე ფიზიკური აქტივობების განხორციელება);

დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ჩატარება არანაკლებ 1 მეტრის დისტანციის დაცვით შესაძლებელია შემდეგ სივრცეებში:

- სპორტული დარბაზი;

- ღია მოედანი;

- დერეფანი;

- სააქტო დარბაზი;

- საკლასო ოთახი;

- ფოიე;

- სხვა.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა (I-IV კლასი) შესაძლებელია ორგანიზებული ფორმით, სკოლის ეზოში 15-წუთიანი გასეირნება განახორციელონ კლასთან ერთად (ცუდი ამინდის პირობებში გასეირნება შესაძლებელია სკოლის დახურულ სივრცეში).

შენიშვნა: გასეირნებისას შესაძლებელია შემდეგი აქტივობების განხორციელება (1 მეტრიანი დისტანციის დაცვით):

- სამწყობრო ვარჯიშები (მოწყობა, სიარული);

- ზოგადგანმავითარებელი ვარჯიშები (ზედა კიდურების, წელისა და ქვედა კიდურების ვარ ჯიშები);

- მოძრავი თამაშები (შესაძლებლობის შემთხვევაში).

უსაფრთოების დაცვის მიზნით, შესაძლებელია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლე ბელს დახმარება გაუწიოს: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სხვა მასწავლებელმა, დამრიგებელმა, სკოლის სხვა მასწავლებელმა/თანამშრომელმა.

საგაკვეთილო პროცესში, სპორტის სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სპორტული ინვენტარი (მაგ., ბურთი, კეგლი, ნიშნულები და ა.შ.). ხოლო, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სპორტული ინვენტარის სრული დეზინფექცია და მოსწავლეებმა/მასწავლებელმა ჩაიტარონ ხელების ჰიგიენური დამუშავება;

დახურულ სივრცეში საგაკვეთილო პროცესში რეკომენდებულია სპორტის შემდეგი სახეობები: მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ტანვარჯიში, ჩოგბურთი, ფრენბურთი და მოძრავი თამაშები. ხოლო, კალათბურთის, ფეხბურთის, ხელბურთის, რაგბისა და სპორტის სხვა სახეობების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური ელემენტების სწავლების დონეზე, ისე, რომ მოსწავლეებს შორის ფიზიკური კონტაქტი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სპორტულ დარბაზებში მოწესრიგდეს გასახდელები (1 მეტრის დისტანციის დაცვით გაკეთდეს საკიდები), გასახდელებში შესვლა განხორციელდეს ორგანიზებულად მოსწავლეთა რიგითობის დაცვით არანაკლებ 1 მეტრის დისტანციით); რეკომენდაციები მომზადებულია ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება