მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თუ კონფლიქტი არ შეწყდება ბავშვთა სიკვდილიანობისა და დაშავების მაჩვენებელი ტრაგიკულად გაიზრდება.
„უკვე 10 დღეა, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ძალადობის მკვეთრი ესკალაცია ხდება. უკვე ვრცელდება ინფორმაცია ოთხი ბავშვის დაღუპვისა და შვიდის დაშავების შესახებ და თუ საბრძოლო მოქმედებები არ დასრულდება, ეს მაჩვენებლები ტრაგიკულად გაიზრდება“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
UNICEF-ში აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად ნადგურდება სახლები, ზიანდება სკოლები და სხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანებისგან, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა ბავშვის საუკეთესო ინტერესშია,“- აღნიშნულია განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა