მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბნის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა, მარიკა ლობჯანიძემ, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე: „პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების განვითარების ეტაპები“.
მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულეს, საკუთარი ხელით პირველყოფილთა იარაღი, ნივთები, საცხოვრისის მოდელი დაამზადეს, ბოლოს კი ისტორიის კაბინეტში გამოფენა მოაწყვეს.
„საქართველოს ისტორიის კურსში თემატურად მივყვებით საქართველოში პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების ნაკვალევს და განვითარების ეტაპებს (პალეოლოთი, ნეოლითი,ენეოლითი, ბრინჯაოს ხანა). მე-9 კლსის მოსწავლეებს აღნიშნული მასალის უკეთ გააზრების მიზნით მიეცათ კომპლექსური დავალება; საკუთარი ხელით და რესურსით შეექმნათ აღნიშნული ეტაპისთვის დამახასიათებელი იარაღი, ნივთები, საცხოვრისის მოდელი. შეგროვილ მასალას გავუკეთეთ ორგანიზება და დავახარისხეთ პერიოდებად. თითოეული პერიოდისთვის გავაკეთეთ ნიშნულები და აქვე მივუთითეთ კონკრეტული ეპოქის მახასიათებლები. ისტორიის კაბინეტში მოეწყო პატარა გამოფენა“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა