გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ტური ჩატარდა
07-10-2020
დაკოპირებულია
-
+
6 ოქტომბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. მოსწავლეები შესარჩევი ტურის ტესტირებაში ინტერესით ჩაერთვნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შედეგების მიხედვით I ტურში სკოლაში ადგილები ასე გადანაწილდა: 1-ლი ადგილი - ანანო სიხარულიძე 89 ქულით; მე- 2 ადგილი მარიამ სიხარულიძე 75 ქულით, მე-8 კლასი; მე-3 ადგილი - ლინდა სიხარულიძე და დათო გოგოლაძე - 74 ქულით.
აღსანიშნავია, რომ II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.
„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.