მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესი დამტკიცდა.
დოკუმენტი განსაზღვრავს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვაზე, განვითარებაზე, მონიტორინგზე, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნასა და ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ ორგანოს, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, ასევე კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესს.
ჩარჩოს მართვა და განვითარება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) ჩარჩოს სტრუქტურისა და შინაარსის შემდგომ განვითარებას;
ბ) სწავლის შედეგებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და შესაბამისი კვალიფიკაციების შემუშავების ხელშეწყობას;
გ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კვალიფიკაცი(ებ)ის ელექტრონულ რეესტრში შეტანას, რითაც დასტურდება მისი ჩარჩოს ნაწილად აღიარება (ჩარჩოში ჩართვა);
დ) საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე არსებული კვალიფიკაციების შესახებ;
ე) უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA) ან/და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) თავსებადობის დადგენის მიზნით, თვითშეფასების დოკუმენტის შემუშავებას დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით.
გაეცანით „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა