სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

მოსწავლეთა ჯანმრთელობა უპირველესია - რამდენად რთული იყო სკოლებისთვის რეკომენდაციების შესრულება?
07-10-2020
-
+


მთავარი მოსწავლეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა, შესაბმისად მიცემული რეკომენდაციები ნამდვილად ლოგიკური და შესრულებადი იყო - საჯარო სკოლების დირექტორების უმეტესობა etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათთვის დაკისრებული რეკომენდაციების შესრულება განსაკუთრებულად რთული არ ყოფილა.

გაუჭირდათ თუ არა სკოლებს მიცემული რეკომენდაციების შესრულება და ფინანსურად მზად იყვნენ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის? - ეს არის კითხვები, რომლებიც etaloni.ge-მ სკოლების ხელძღვანელებს დაუსვა:

ქალაქ თბილისის N86 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ქაჯაია:

თუ ყველაფერს რეალურად შეაფასებ და არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ისეთი რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვდნენ ჩვენგან, რომელიც არარეალურია. მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ეხება.

დამატებითი ფინანსური ხარჯიც ნაკლებად იყო, სამინისტრო ძალიან დაგვეხმარა საჭირო ინვენტარით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებით და ა.შ. რაღაცა - რაღაცამ ჩაანაცვლა. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ბიუჯეტში, მაგრამ განსაკუთრებული ხარჯი არ გვქონია. მით უმეტეს რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლეღვანის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა კიკვაძე:

რაც გავაკეთეთ, ყველაფერი სიამოვნებით გავაკეთეთ. მე როგორც სკოლის ხელმძღვანელს ამ ყველაფრის გაკეთება მსიამოვნებდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი იყო ჩემი ბავშვების ჯანმრთელობისთვის. რომ ეს ყველაფერი მოსწავლისთვის, სკოლისთვის, მშობლისთვის იყო აუცილებელი.

თავიდან საშინელებად მოგვეჩვენა პირბადის ტარებაც და პირველი ორი დღე ნამდვილად რთული იყო, თუმცა ახლა ამის პრობლემაც მოიხსნა. მასწავლებლებსაც ვეუბნები, რომ თუ მასსა და მოსწავლეს შორის 2 მეტრიანი დისტანცია არის მაშინ პირბადის გაკეთების აუცილებლობა არ აქვს თუ დისტანცია მცირდება, მაშინ, უნდა გამოიყენოს პირბადე. ეს დისკომფორტიც აღარ გვაქვს ახლა.

რაც შეეხება ფინანსებს, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი გამოიწვია ამ ყველაფერმა, თუმცა ამასაც გავუმკლავდებით. ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად იყო, გვქონდა ხარჯები, მაგრამ რას ვიზამთ, ამასაც მოვაგვარებთ.

ვანის მუნიციპალიტეტის რომანეთის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ხურციძე:

სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და რეკომენდაციების შესრულება არ გაგვჭირვებია. დისტანციის დაცვაც მარტივია. რაც შეეხება ფინანსებს, ინფრასტრუქტურულადაც მოვაწყეთ სკოლა და გარკვეული ხარჯი გვქონდა, თუმცა სამინისტროს დაგვეხმარე ინვენტარით და აქედან გამომდინარე დიდ ხარჯებზე არ წავსულვართ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დირექტორი ლევან ვერულიძე:

რეკომენდაციების გათვალისწინება ნამდვილად არ იყო რთული. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია სხვადასხვა მიმართულებით. დეზობარიერები, პირბადეები და ხსნარები მოგვაწოდეს, შესაბამისად, ამაში თანხა არ გადაგვიხდია. სკოლაში გაკრულია ასევე ფერადი სტიკერები, დისტანციის დასაცავად და სხვადასხვა შესაბამისი საინფორმაციო ნიშნები.

ონლაინ სწავლის გამოცდილება ჩვენ გვქონდა უკვე, პატარა ცდომილებები, რა თქმა უნდა იყო, მაგრამ ესეც გამოვასწორეთ. მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ ტექნიკა, სკოლამ დროებით მოხმარებაში გადასცა კომპიუტერები და არც ერთი მოსწავლე არ არის ისე, რომ დისტანციურ სწავლების მიღმა იყოს.  

ვანის მუნიციპალიტეტის დუცხუნის საჯარო სკოლის დირექტორი თეა თვალაბეიშვილი:

სკოლამ ბიუჯეტიდან ის ნივთები შეიძინა, რასაც ყოველთვის ყიდულობდა, საპონი, საპირფარეშოს ქაღალდები, ხსნარები... - ამას აქამდეც ვყიდულობდით და ვერ ვიტყვი, რომ დიდი და საგანგაშო თანხა იყო. რეკომენდაციებს რაც შეეხება, არც ეს გაგვძნელებია, პირადად ჩვენ ადრევე დავიწყეთ მზადება. მოწოდებული გვქონოდა ყველა საჭირო ინვენტარი, ხსნარი, პირბადე, დეზობარიერები, თერმოსკრინინგისთვის აპარატები და დამატებით ამ მხრივ სკოლას აღარ დასჭირვებია ხარჯის გაღება.

თბილისის N179 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ნებიერიძე:

დამატებითი ფინანსური ხარჯი სკოლას არ ჰქონია. განათლების სამინისტრომ დაგვირიგა სიცხის საზომი მოწყობილობა, დეზობარიერები, დისპანსერები ყველაფერი რაც რეკომენდაციებით იყო გათვალისწინებული გადმოგვეცა. სკოლამ შეიძინა სველი წერტილების დასასუფთავებელი ხსნარები ის ნივთები, რასაც ისედაც ვყიდულობდით ხოლმე და დამატებითი ხარჯი არ გაგვიწევია. 

რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ყოველდღიურად, გვაქვს მოსწავლეებისთვის სკოლაში შემოსვლის გრაფიკი, ასევე გვაქვს საიზოლაციო ოთახი, თუ სიცხე დაუფიქსირდა ამისთვის გვაქვს ცალკე კუთხე, ტემპერატურის გადამოწმება სამჯერ ხდება და შემდგომ მივმართავთ 112 თ ამის საჭიროებაა. ყველაფერს ვაკეთებთ ისე როგორც საჭიროა. ზოგადად სასწავლო პროცესის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 2 დღეზე მეტი არ დაგვჭირვებია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება