მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როდესაც „ეტალონის“ ჩემპიონატი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ტარდება, ეს მოსწავლეებში სტაბილურობის განცდას ქმნის, - ასე დაახასიათა ერთ-ერთმა რესპონდენტმა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური, რომელშიც სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლები, როგორც ყოველთვის, დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და რა თქმა უნდა, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, კონკურსიც ღირსეულად ჩაატარეს. როგორ იყო შერჩეული კითხვები კონკურსანტებისთვის და როგორ გაართვეს მათ თავი, ამის შესახებ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სენაკის მერიის წარმომადგენელი, ჩემპიონატში მონაწილე სკოლების დირექტორები და „ეტალონის“ პედაგოგები თავად გვიამბობენ:
დარეჯან ზარანდია, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
- მიუხედავად რთული პერიოდისა და პანდემიისა, ჩვენ მაინც შევძელით „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარება, რაც ძალიან მახარებს; ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი სენაკის სკოლებში და ტესტირებაც არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით ჩატარდა. როგორც ყოველთვის, ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ და ასევე დიდი ინტერესით, ყველა ერთად ველით შემდეგ ტურებს, ვემზადებით სამომავლო კონკურსისთვის და დიდი იმედი გვაქვს, მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდებიან სენაკის მოსწავლეები.
აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ მსგავსი კონკურსების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, რადგან ისინი ხედავენ - ტრადიცია არ ირღვევა, კონკურსები, ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ტარდება და ეს უმნიშვნელოვანესია სტაბილურობის განცდისთვის.
ირმა კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი:
- ძალიან კმაყოფილი ვარ და მსიამოვნებს, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტიდან მუდმივი მხარდაჭერა აქვს „ეტალონს“; ამ მხრივ, არც მიმდინარე წელია გამონაკლისი; რაც შეეხება სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარებას, წელსაც მონაწილეთა ჩართულობა საკმაოდ მაღალია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ესაა ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო პროექტი და აუცილებელია, ის სამომავლოდაც გაგრძელდეს - დარწმუნებული ვარ, „ეტალონს“ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. მივესალმები ამ კონკურსს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერისთვის, რათა „ეტალონმა“ მომდევნო წლებშიც განაგრძოს თავისი საქმის კეთება.
ხათუნა ჩვამანია, სენაკის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:
- ჩვენი სკოლა პირველივე დღიდან მონაწილეობს „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში და ბავშვებიც ყოველთვის დიდი სიხარულით ერთვებოდნენ. წარმოიდგინეთ, ახლაც, როდესაც პირველი ტური დავაანონსეთ, ბევრმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, თუმცა მეორე დღეს, კიდევ უფრო მეტი კონკურსანტი მოვიდა - ბავშვები ძალიან მონდომებულები იყვნენ და შეიძლება, ეს პანდემიამაც გამოიწვია; პირადად, ძალიან მომეწონა კითხვები, ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ, რადგან კითხვები ერთ და ორ საგანს კი არ მოიცავდა, არამედ საინტერესო და ზოგადსაგანმანათლებლო შინაარსის იყო. ბავშვებშიც დიდი მოწონება დაიმსახურა და მეც კმაყოფილი ვარ შედეგებით - ჩვენ ყოველთვის „ეტალონის“ გვერდით ვიქნებით.
რევაზ ჯოჯუა, ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი:
- ძალიან მომწონს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი და ჩემი მოსწავლეებიც, ყოველთვის სიხარულით ერთვებიან „ეტალონის“ პროექტებში. ახლაც ასე მოხდა, მათი შედეგებით, როგორც სკოლის დირექტორი, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ და მჯერა, მათ კიდევ უმრავი წარმატება ელით.
რიმა კუპრეიშვილი, ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:
- ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, თუმცა ამის გათვალისწინებით, არც მოსწავლეების ჩართულობით და არც მათი შედეგებით, უკმაყოფილო არ ვარ. შემდეგ ეტაპზეც გადავიდნენ, კითხვებიც სათანადოდ იყო შერჩეული და როგორც ყოველთვის, ყველაფერი იყო მოწოდების სიმაღლეზე. სხვაგვარად ვერც წარმომედგინა, რადგან „ეტალონი“ შესანიშნავი პროექტია, რომელიც მომავალი თაობების განათლებას ემსახურება. მადლობა, რომ არსებობთ.
პაატა ნინუა, გეჯეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
- „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგი პროექტია, რომელშიც, თავიდანვე ჩართულია ჩვენი სკოლა. პირადად, როგორც დირექტორი, ჩემი მოსწავლეებითაც კმაყოფილი ვარ, მათი შედეგებიც მეამაყება, „ეტალონს“ ყოველთვის მივესალმებით და სამომავლოდაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთ წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ ერთად.
ნანა მიქაბერიძე, გეჯეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:
- სიმართლე გითხრათ, ცოტა გული დამწყდა, რადგან ჩვენმა მოსწავლეებმა, შარშანდელთან შედარებით, ნაკლები შედეგი აჩვენეს, თუმცა, მთავარია, ზღვარი გადალახეს, კითხვებიც ძალიან მოგვეწონა, თუმცა ზოგი მათგანი პროგრამულ საკითხებს ოდნავ უსწრებდა. მთავარია, ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი და ვფიქრობ, „ეტალონმა“ კიდევ დიდხანს უნდა იარსებოს, რადგან მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საბავშვო ბაღების დაფინანსება 16 მილიონით მცირდება - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
შემოქმედებითი ხასიათის დავალებები მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე