მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 61.2 ლარით გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურების გაზრდა განათლების სექტორშიც შეინიშნება, საქმიანობის სფეროების მიხედვით მაინც ყველაზე დაბალი ხელფასი სწორედ განათლების წარმომადგენლებს აქვთ.
განათლების სფეროს საშუალო თვიური ხელფასი 2019 წელს დაახლოებით 700 ლარს შეადგენს, რაც მცირედით აღემატება 2018 წლის ანაზღაურებას.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 030.2 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 9.2 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 896.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.7 პროცენტით);
• მშენებლობა - 1 631.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5.1 პროცენტით).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“