სიახლეები
სიახლეები

„ჩვენი ორგანიზაცია არ დაუშვებს, მასწავლებელთა ხელფასების მატებაზე დანაპირები არ შეასრულოს განათლების სამინისტრომ“ - მაია კობახიძე
08-10-2020
-
+


ხალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მასწავლებელები ელოდნენ, რომ მათი ხელფასი, 150 ლარით გაიზრდებოდა. ამის შესახებ საუბარი კარგა ხანია მიდის და პრემიერ-მინისტრმაც კი გააჟღერა ერთ-ერთ გამოსვლაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, Etaloni.ge-მ კარგა ხნის წინ დასვა კითხვა - ხომ არ დადგებოდა პედაგოგების ხელფასების მატება ეჭვქვეშ, მაშინაც და შემდეგაც მკაფიო პასუხი მივიღეთ, რომ მასწავლებელთა ხელფასების დაგეგმილ მატებას არაფერი ემუქრებოდა.

ახლა კი, როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი 2021 წლამდე გადაიდო და პედაგოგების ხელფასები, მხოლოდ 100 ლარით იმატებს, ისიც 2021 წლიდან.

ბუნებრივია, ამან მასწავლებლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და სხვათა შორის, არაერთხელ გაჟღერდა ფრაზა - რას აკეთებს ამ დროს მასწავლებელთა პროფკავშირი, რომელიც წესით, ჩვენ უფლებებს უნდა იცავდესო.

სწორედ ამიტომ, Etaloni.ge-მ კითხვის ადრესატს, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს, მაია კობახიძეს მიმართა, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა:

„გეთანხმებით, რომ ბიუჯეტი არის შემცირებული და ეს გამოიწვია პანდემიამ- ფაქტია, ბიუჯეტს დაადგა გაუთვალისწინებელ ხარჯები, 2000-ზე მეტი სკოლის აღჭურვა კოვიდის საწინააღმდეგო საშუალებებით,იოლი არ არის და ეს გახლდათ გაუთვალისწინებელი ხარჯი, თუმცა ეს არ ნიშნავს, ჩვენი ორგანიზაცია დათანხმდება ამ პირობებს და დაუშვებს, დანაპირები არ შეასრულოს განათლების სამინისტრომ. ჯერჯერობით, გვაქვს კონსულტაციები და ვცდილობთ, პირობა მასწავლებელთა ხელფასების მატებასთან დაკავშირებით -  აუცილებლად შესრულდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებელი დაკარგავს ნდობას რეფორმისა და ზოგადად განათლების სამინისტროს მიმართ. ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რომ ყველა დანაპირები იქნას შესრულებული“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

სემინარში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება