მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიუხედავად იმისა, რომ სკოლების და ბაღების განახლების კონკრეტული თარიღები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ დაუსახელებია, განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მომავალ კვირაში გაავრცელებენ.
მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება.
“ვითარება ყოველდღიურად სტაბილურდება და ამაზე მეტყველებს დაინფიცირების ახალი გამოვლენილი შემთხვევებიც, სადაც გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული კლება და ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ყოველდღიურად. დღეს უკვე გვყავს 250 გამოჯანმრთელებული. ჯამში, აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული. ამის პარალელურად, გრძელდება მიზნობრივი ტესტირება. ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში გაკეთდა 2000-ზე ტესტი. ჩვენს მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა, რაც ითვალისწინებდა მობილობის შეზღუდვას ბათუმში შესაბამისი შედეგები გამოიღო.
იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემია დასტაბილურდა, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ დღის წესრიგში დადგეს ეტაპობრივი შეზღუდვების მოხსნის გეგმა, რომლის უფრო კონკრეტული გეგმით შემდეგ კვირაში წარვდგებით.
პირველ რიგში, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს საკითხი აქტიურად განიხილება. ასევე, უამრავი მშობელი ელოდება სკოლების და ბაღების განახლებას და შეზღუდვების მოხსნის გეგმაში ეს ყველაფერი იქნება კონკრეტული თარიღებით წარმოდგენილი“, - განაცხადა რიჟვაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“