მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა“ - ცაგერის მუნიციპალიტეტის ბარდნალის საჯარო სკოლაში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის, „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.
ტესტირებას VIII-XI კლასის მოსწავლეები მონდომებით შეუერთდნენ.
ტესტირება, რომლის ჩატარებასაც ხელმძღვანელობდა მასწავლებელი თეონა ფრუიძე და ესწრებოდა სკოლის დირექტორი, მაღალ დონეზე, ობიექტურად და რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა, რისთვისაც სკოლის დირექცია მადლობას უხდის კოორდინატორ პედაგოგსა და ყველა მონაწილეს.
„წარმატებებს ვუსურვებთ ყველა ცოდნისმძებნელ მოსწავლეს!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.
„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა