სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ სამამულიშვილო საქმეა“ - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
11-10-2020
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

როგორ მიმდინარეობდა ტესტირება სხვადასხვა სკოლაში? რამდენად აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში და რამდენად კმაყოფილები არიან შედეგებით სკოლის დირექტორები? ამის გასარკვევად etaloni.ge ბორჯომის მერიის წარმომადგენელს, დირექტორებსა და „ეტალონის“ პედაგოგებს დაუკავშირდა:

ბორჯომის მერიის წარმომადგენელი მარინა ხუჯაძე:

„როგორც ყოველთვის, ძალიან აქტიურად ჩაიარა „ეტალონის“ პირველმა ტურმა, მოსწავლეები მოლოდინის რეჟიმში იყვნენ, მათ ძალიან უყვართ და მოსწონთ ეს პროექტი. პირველი ტურის შედეგად შეირჩა 73 მოსწავლე, რომლებიც გადავიდნენ მეორე ტურში. მეორე ტური დაგეგმილია ოქტომბერს და ის ჩატარდება ბორჯომის N3 საჯარო სკოლის სპორტ-დარბაზში, რა თქმა უნდა, ყველანაირი წესით და რეგულაციის დაცვით“.

ტაბაწყურის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი ლელი აკოფოვი:

„მოსწავლეთა ჩართულობა იყო ძალიან კარგი. შედეგებიდან გამომდინარე, 3 მოსწავლე მეორე ტურში გადავიდა. „ეტალონი“ ძალიან მოსწონთ ბავშვებს და ჩვენც, მუდმივად გავაგრძელებთ პროექტში ჩართულობას, რადგან მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები არიან“.

ტაძრისის საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა გოგოლაძე:

„მოსწავლეთა მოტივაცია იყო საკმაოდ მაღალი, რაც დაადასტურა მოსწავლეთა აქტიურობამ, შედეგებიც საკმაოდ ნორმალური იყო, საუკეთესო არა, მაგრამ კარგი შედეგები აჩვენეს ბავშვებმა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე დადებითად მოქმედებს. იყო კატეგორია, რომელმაც პირველად მიიღო მონაწილეობა და უფრო ღელავდნენ.  დადებითად შევაფასებ „ეტალონს“, სამამულიშვილო საქმეა და პროექტის გაგრძელებითა და მასში ჩვენი ჩართულობით ყოველთვის მოხარულები ვიქნებით“.

ტაძრისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლილი შაყულაშვილი:

„ძალიან გვიხარია რომ „ეტალონი“ კვლავ გრძელდება. ჩვენი სკოლიდან ტესტირებაში ჩართული იყო 29 მოსწავლე. დაინტერესება მაღალი იყო. მე-8 კლასელებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა და შედარებით დაბალი შედეგი ჰქონდათ, თუმცა ვფიქრობ უფრო მეტად ნერვიულობის გამო იყო ეს. მოსწავლეები დიდი ინტერესით ელიან მეორე ტურს“.

ანდეზიტის საჯარო სკოლის დირექტორი ზოია თიგიშვილი:

„ეტალონი“ არის შესანიშნავი. სულ ვართ ჩართულები და მადლობა ამისთვის პირველ რიგში, „ეტალონს“, შემდეგ - ბავშვებს. მოსწავლეთა მოტივაცია მაღალი იყო, ობიექტურად ჩავატარეთ. მონაწილე მოსწავლეები ძალიან მონდომებულები არიან. ტესტირებისთვის ცდილობენ წინასწარ მოემზადონ ხოლმე, გულით უხარიათ ტესტირების დღე“.

ანდეზიტის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნათელა გელაშვილი-დუგაროვი:

„მოსწავლეთა მოტივაცია ძალიან მაღალი იყო, მათ ყოველთვის უხარიათ „ეტალონის“ პროექტში ჩართვა. ტესტირებას ყოველთვის სიხარულით ელოდებიან. მე-8 კლასელებმა თავი გამოიჩინეს. კმაყოფილი ვარ, პირველი იყო მათთვის წლევანდელი წელი. მადლობელი ვარ „ეტალონის“, რომ ასეთ ყურადღებას იჩენს ჩვენ მიმართ“.

ანდეზიტის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლალი ხუციშვილი:

„ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა აქტივობა იყო ძალიან მარალი. ტესტირებაში აქტიურად ჩაერთვნენ მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები თითქმის სრული შემადგენლობით. კმაყოფილები ვართ შედეგებით. მე-8 კლასის 2 მოსწავლე გადავიდა შემდეგ ტურში. მოსწავლეები ყოველთვის ხალისით და მონდომებით ხვდებიან „ეტალონის“ ყველა კონკურსს. ჩვენ წლებია პროექტში ვმონაწილეობთ, ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, თუმცა მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები“.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

იხილეთ ფოტოები

ბორჯომის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება