მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის I ეტაპის ტესტირება გაიმართა. ტესტირების მიმდინარეობის და ზოგადად „ეტალონის“ შესახებ სასაუბროდ ჩვენ მერიის და სკოლების წარმომადგენლებს დავუკავშირდით:
ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე:
ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. ყველა არსებული რეკომენდაციის სრული დაცვით. მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი აქტივობით და ჩართულობით.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ქეთევან ებრალიძე:
ეპიდემიიდან გამომდინარე „ეტალონის“ ჯგუფთან ერთად შევიმუშავეთ ტესტირების ჩატარების ფორმატი. უშუალოდ პროცესს ესწრებოდნენ ზედამხედველები და ტესტირება ყველა წესის დაცვით ჩატარდა. ველოდებით ოქტომბრის თვეში დაგეგმილ ლანჩხუთის „ეტალონი“ მოსწავლის გამოვლენას და იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურშიც მოსწავლეები, პირველი ტურის მსგავსად, აქტიურად ჩაერთვებიან.
ზოგადად აღვნიშნავ, რომ ძალიან სასიხარულოა ასეთი პროექტის არსებობა, ჩვენ მხრიდან „ეტალონთან“ ყოველწლიური აქტუალური თანამშრომლობა გვაქვს და სკოლებისა და მოსწავლეების აქტივობაც ძალიან მაღალია. იმედი გვაქვს, რომ ასეც გაგრძელდება.
ღრმაღელის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ ჯიჯიეშვილი:
საკმაოდ მაღალი აქტივობა იყო. ყველაფერმა ინსტრუქციის შესაბამისად ჩაიარა. დაცული იყო ყველა რეკომენდაცია. მოსწავლეთა აქტივობაც საკმაოდ მაღალი იყო პანდემიიდან გამომდინარე. ახლა ველოდებით შედეგების გამოქვეყნებას, თუ რამდენი მოსწავლე გადავიდა მეორე ტურში.
ღრმაღელის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნატო მჟავია:
ტესტირების პროცესმა წარმატებით ჩაიარა და არსებულივითარებიდან გამომდინარე გვიხარია რომ „ეტალონის“ ჩატარება მაინც შევძელით.
ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონი“ პედაგოგი შორენა მუკბანიანი:
ტესტირება წარმატებით ჩატარდა. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ. მერვე და მეცხრე კლასში სულ ოთხი მოსწავლე გვყავს, ტესტირების დღეს კი ორი მოსწავლე იყო სკოლაში და ორივემ სიხარულით დაწერა ტესტი.
ნიგოითის საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ ჩიჩუა:
დაახლოებით 15-მდე მოსწავლე იყო ჩართული ტესტირებაში და საკმაოდ კმაყოფილები იყვნენ. ასევე გეტყვით, რომ ტესტირებამ რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაიარა და არანაირი დაბრკოლება არ ჰქონიათ მოსწავლეებს წერის დროს.
ნიგოითის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეონა მიმინოშვილი:
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ტესტირებაში ჩართულნი. მონაწილეთა უმეტესობამ 51%-იანი ბარიერიც გადალახა. შედეგებით საკმაოდ კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება, უშუალოდ ტესტირების პროცესს, წესების დაცვით სრულ წესრიგში ჩაიარა.
იხილეთ ასევე: ლანჩხუთის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი
იხილეთ ტესტირების ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ