მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა უნდა შეჩერდეს და რა უნდა დაიკეტოს, რა უნდა გადავადდეს იღებს საკოორდინაციო საბჭო კონსენსუსის და ხანგრძლივი მსჯელობის საფუძველზე. ჯერჯერობით დაანონსებულია, რომ საბავშვო ბაღები იწყებენ მუშაობას, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი მობილობის გაზრდა მომატებული რისკია, თუმცა მომატებული ინფიცირების ფონზე ქვეყანაში პროცესი იმართება.
„სამედიცინო სექტორი პროცესს მართავს და ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. ამიტომ საკოორდინაციო საბჭოზე ეს საკითხი ორშაბათს კვლავ განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ბაღების გახსნის თემა, ეპიდემიოლოგიურის გარდა, ზოგადად, სოციალური საკითხია. „მშობლები მუშაობენ და ბავშვი უნდა წავიდეს საბავშვო ბაღში. ეს ასევე დაკავშირებულია ბავშვთა კვებასთან. ეს საკითხი კომპლექსურია და მოითხოვს განხილვას. ამიტომ ჩვენ გვაქვს მოსაზრებები ბაღების გახსნაზე, ამას გავაჟღერებთ და მოხდება გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის წესით“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში საბავშვო ბაგა-ბაღების გახსნა 12 ოქტომბერს იგეგმება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო