მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის 82-ე სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია სკოლამ გაავრცელა.
„ჩვენი სკოლის ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა covid 19 დაინფიცირების შემთხვევა (რაიონიდან ჩამოსული ოჯახის წევრისგან გადაედო), რის შესახებ სკოლამ დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის სტრუქტურებს. აღნიშნული მოსწავლე ბოლო ორი დღის განმავლობაში არ ესწრებოდა საგაკვეთილო პროცესს. მიუხედავად ამისა, პრევენციის მიზნით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციის თანახმად, აღნიშნული კლასის მოსწავლეები, გადავლენ ორ კვირიან თვითიზოლაციაში (10.10.2020-დან 23.10.2020-ის ჩათვლით). შესაბამისად, სასწავლო პროცესი ამ კლასში გაგრძელდება დისტანციური სწავლების ფორმატში. დანარჩენი კლასების მოსწავლეები აგრძელებენ სასწავლო პროცესს ჩვეულებრივ რეჟიმში, მოსწავლის დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს! სკოლაში დაცულია დეზინფექციის და სანიტარიის ყველა ნორმა, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს უსაფრთხოების წესების დაცვით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“