სიახლეები
სიახლეები

ცნობილია რისკ-ჯგუფები, რომლებსაც გრიპის აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ - ბაღების პერსონალი, ბავშვთა სახლის ბინადრები...
10-10-2020
-
+


ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურე პერსონალი - ესენი იმ მაღალი რისკის ჯგუფში არიან, რომლებსაც გრიპის ვაქცინაცია პირველ რიგში ჩაუტარდებათ. 

ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფები გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა დაასახელა და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე მომწოდებელი 25 ათას დოზა ვაქცინას გვაწვდის. 

როგორც ზახაშვილმა განმარტა, ვაქცინის პირველი ტრანში ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებზე გაიხარჯება, შემდეგ კი სხვა მაღალი რისკის ჯგუფებზე. „ეს ჯგუფები განსაზღვრულია საერთაშორისო რეკომენდაციის საფუძველზე. პირველი 25 ათასი დოზა გამიზნული უნდა იყოს ორსულების, დიალიზზე მყოფი პაციენტებისა და მათი მომვლელი პერსონალის, აივინფიცირებული პაციენტების, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურე პერსონალის ასაცრელად“, - აღნიშნა ზახაშვილმა.

მისი თმით, ესაა ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები, ვისაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეს გრიპის ვაქცინაცია. „მეორე ტრანშის შემოსვლის შემდეგ, სხვა რისკის ჯგუფები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ გრიპის ვაქცინას“, - აღნიშნა ზახაშვილმა.

მან მოუწოდა ზემოთ ჩამოთვლილ რისკ-ჯგუფებს მიმართონ შესაბამის პუნქტებს და ჩაიტარონ გრიპის აცრა. მათთვის გრიპის ვაქცინაცია უფასოა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება