მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერეკლე მეორის 300 წელს იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და კონკურსებში აქტიურად არიან ჩართულნი.
2020 წელს სრულდება ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წელი.
იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და კონკურსებში აქტიურად არიან ჩართული მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
9 ოქტომბერს, მე-4 კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა გაკვეთილი ღია ცის ქვეშ თემაზე: ერეკლე II ქართველთა სასიქადულო მეფე.
გაკვეთილი ჩატარდა „ცხრამუხის“ ტერიტორიაზე იქ, სადაც, ლეგენდის თანახმად, კრწანისის ომში დამარცხებულმა მეფე ერეკლემ და მისმა ამალამ მთიულეთში გადასვლამდე შეისვენა. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია, გაიხსენეს ლექსები და მოთხრობები ერეკლე მეფის შესახებ.
სასწავლო პროცესს მასწავლებელი, ქრისტინე ტურაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს