მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
12 ოქტომბერს საბავშვო ბაღები გაიხსნა და ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სააღმზრდელო დაწესებულებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მასშტაბური ე.წ. ლოქდაუნი აღარ იგეგმება; დაწესდება წერტილოვანი შეზღუდვები საჭიროების მიხედვით და მათ შორის ეს რეგულაციები გავრცელდება საბავშვო ბაღებზეც.
„იმ შემთხვევაში, თუ საბავშვო ბაღში ვირუსის საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდება, ეპიდემიოლოგები, ვითარების შესწავლის შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას და ბაღებიც იგივე შეზღუდვებს დაექვემდებარებიან, როგორც სკოლები. ოღონდ ეს არ იქნება მასობრივი დახურვა და ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ, იზოლაციაში გადავა კონკრეტული ჯგუფი თუ მთლიანად, კონკრეტული ბაღი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ბაღში კორონავირუსის ერთი შემთხვევის დაფიქსირებისას, ჯგუფი გადავა იზოლაციაში, ხოლო რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირებისას, ინდივიდუალურად მიიღება გადაწყვეტილება. ვაპირებთ, ბაღის მასწავლებლებში რანდომულ ტესტირებას, თუმცა ვიმეორებ, იქნება მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა