მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიდი ხანი არაა, რაც სკოლის დირექტორთა უმრავლესობა მოვალეობის შემსრულებლად გადაიყვანეს - მიზეზი არჩატარებული არჩევნები გახლდათ, თუმცა ფაქტია, რომ ამ დრომდე, სკოლების ხელმძღვანელები დიდ გაუგებრობაში არიან, რადგან არ იციან, როდის ჩატარდება არჩევნები და მით უმეტეს, გაურკვეველია დირექტორობის მსურველთა გამოცდების ჩატარების თარიღიც.
ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს მაია კობახიძეს რომელმაც განაცხადა, რომ ამ პროცედურებმა პანდემიის გამო გადაიწია, თუმცა დირექტორობის მსურველთა გამოცდები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან ეს რეგულაცია კანონშია გაწერილი:
„პანდემიამ ბუნებრივად დააყენა დღის წესრიგი სხვადასხვა შეფერხება; რაც შეეხება დირექტორებს - ვისაც ამოეწურა ექვსწლიანი ხელშეკრულების ვადა, მათ შეუწყდათ უფლებამოსილება და ძირითადი ნაწილი გადაიყვანეს მოვალეობის შემსრულებლის სტატუსზე, თუმცა იმავდროულად, ხელთ მაქვს სია და აუცილებლად უნდა გავარკვიო - ამ დირექტორების გადანიშვნა მოხდება თუ არა, და თუ არ მოხდება, რატომ?!
პირდაპირ გეტყვით - დამსაქმებლების უფლებების დაცვა ჩვენი კომპეტენცია არ არის, მაგრამ ბევრი დირექტორი ჩვენი წევრია, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან პედაგოგები და პედაგოგიურ საქმიანობას წარმართავენ სკოლებში, ამიტომ მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ.
რაც შეეხება გამოცდის ჩატარება-არჩატარების საკითხს - გამოცდა უნდა ჩატარდეს, კანონით ვალდებულება აქვს სამინისტროს და ასევე უნდა ჩატარდეს დირექტორთა არჩევნები სამეურვეო საბჭოს მიერ; თუმცა კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ დირექტორების სერტიფიკატები გახდა უვადო და ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ გამოცდების ჩაბარება აღარ უწევთ... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დირექტორობის მსურველებისთვის გამოცდა არ ჩატარდეს, ვისაც დირექტორის სერტიფიკატი არ აქვს, მათთვის გამოცდა უნდა ჩატარდეს!“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა