სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროექტი გრძელდება
12-10-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლაში პროექტი  u-18 (მეტი შეგვიძლია) გრძელდება, რომლის ორგანიზატორები არიან  მეცხრე და მეათე  კლასის მოსწავლეები და ჩართულია მოსწავლეთა უმრავლესობა - პირველიდან მეთორმეტე კლასების ჩათვლით.

პროექტის განხორციელების პირველ ფაზაში  მოსწავლეები ეცნობოდნენ საარჩევნო სამართალს, გამოცხადდა ნახატებისა და ესეების  კონკურსი  თემაზე; „მეტი შეგვიძლია,“ „ჩემი ხმა გადამწყვეტია, „მე წავალ არჩევნებზე“, რაც შეეხება ნახატებს - უნდა დაეხატათ საარჩევნო ყუთი, ამოირჩეოდა საუკეთესო და გაკეთდებოდა მაკეტი. გამოვლინდნენ ნახატების კონკურსში გამარჯვებული მეცხრე კლასის მოსწავლეები; ვუსალ ვალიევი, ილჩნურ მამედოვი, ელვირა მირზაევა, სოლმაზ გუსეინოვა, სწორედ მათ შექმნეს  მაკეტი  მათ მიერ შექმნილი ნახატის მიხედვით, ხელოვნების მასწავლებლის ნათია ჩხეტიანის  მითითებით და დახმარებით.

პროექტი  u-18 (მეტი შეგვიძლია) კვლავ  გრძელდება.

2020 წლის  7  ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლის მეცხრე და მეათე კლასის  მოსწავლეებს წარედგინათ საარჩევნო კანდიდატების პროგრამები. საგაკვეთილო პროცესში მიმდინარეობდა არა კანდიდატების, არამედ პროგრამების განხილვა. მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ დავალება: განეხილათ  საარჩევნო პროგრამები, სამოქმედო გეგმები, შეედარებინათ ერთმანეთისთვის, გადმოეტანათ ფერად სტიკერებზე და მოეხდინათ პრეზენტაცია.

კანდიდატების პროგრამების განხილვის შემდეგ გაიმართა დებატები მეცხრე და მეათე კლასს შორის.  იყო საკითხები, რომელშიც ვერ თანხმდებოდნენ. მოსმენილი იქნა ყველას აზრი.  მოსწავლეებმა იმსჯელეს სხვადასხვა პუნქტზე, როგორიცაა: ჯანდაცვა, ეკონომიკა, საგარეო და საშინაო პოლიტიკა, გარემოს დაცვა, განათლება და ა. შ.

„გაკვეთილი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ  მოსწავლეები იმაღლებენ საარჩევნო კულტურას, ხდებიან ინფორმირებულნი.

მიუხედავად იმისა, რომ მეცხრეკლასელებს ახალი დაწყებული აქვთ სამოქალაქო განათლების სწავლა, გააჩნიათ  საგნის დიდი ინტერესი და უკეთესობის მოლოდინი, თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურია, მონდომებულია, ხალისით ერთვება აღნიშნულ პროექტში.

დაგეგმილი გვაქვს ესეების კონკურსი, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებული მოსწავლეები.

პროექტი  u-18 (მეტი შეგვიძლია) ბოლო ეტაპი არის იმიტირებული არჩევნების მოწყობა“, აღნიშნა Etaloni.ge-სთან სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ლამზირა ოსეფაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება