ყველაზე რთული პერიოდი დაიწყო - მორიელისა და თხის რქის გარდა, კიდევ რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუჭირდებათ?
ყველაზე რთული პერიოდი დაიწყო, დედამიწა ნეგატიურ ენერგოველშია. მოიმატებს პრობლემები - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. ოთხშაბათს მერკური ხდება უკან მავალი - ძველ იდეებს, პროექტებს, კონტაქტებს უნდა დაუბრუნდეთ. ახალი კომუნიკაციების დამყარება გართულდება.
16 ოქტომბერს კი არის ახალმთვარეობა. არაფერი ახალი არ გააკეთოთ ამ დღეს.
ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის: ვერძი: სიფრთხილე გმართებთ, დაძაბულობა მატულობს. ზედმეტად ემოციური და აგრესიული ხართ, მით უფრო თუ დაიღალეთ. აკონტროლეთ ემოციები ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან. პარტნიორული მუშაობის დრო უფროა, ვიდრე ინდივიდუალური საქმიანობის. სხვა მხრივ უშიშრები და კონტაქტურები ხართ.
კურო: იმუნიტეტი დაბალი გაქვთ. ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მნიშვნელოვანს ნურაფერს გააკეთებთ. ძველმა შეცდომებმა შეიძლება იჩინონ თავი. ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედეთ.
ტყუპები: კარგი პერიოდი გაქვთ, აქტიური, ენერგიული, პოზიტიური ხართ. საოცარი იდეები გაქვთ, თუმცა განხორციელება რთული იქნება. საზოგადოებრივ ფინანსებთან და პარტნიორის ფულთან ფრთხილად იყავით, რათა ზედმეტმა ხარჯმა ურთიერთობები არ დაძაბოს. რაც მეტად გექნებათ თანადგომა ახლობლებისგან და სასიყვარულო პარტნიორებისგან, მით მეტად წარმატებული იქნებით.
კირჩხიბი: რთული კვირა გაქვთ, ენერგოტონუსი დაბალია. სარისკო საქმეებს ერიდეთ, ფრთხილად იყავით. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. კვირის ბოლოს იგრძნობთ სასიკეთო ცვლილებებს.
ლომი: შეამცირეთ აქტიურობა, რადგან საერთო სიტუაცია დაძაბულია. სხვებთან შედარებით წარმატების შანსი გაქვთ, თუმცა მაინც გირჩევთ მშვიდ რიტმზე გადადით. სხვანაირად შეიძლება შეცდომები დაუშვათ და პრობლემები დაიმატოთ.
ქალწული: ყველაფერი გინდათ უცებ და ახლა. ამიტომ შეიძლება ალოგიკური და არათანმიმდევრული იყოთ, რის გამოც შეცდომებს დაუშვებთ. სულსწრაფობა შეიძლება გახდეს თქვენი მთავარი პრობლემა. მოთმინებით აღიჭურვეთ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
სასწორი: აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. ამ კვირაში კოსმოსი გამოცდის წინაშე გაყენებთ, ის გახასიათებს, რაც არ ზის თქვენს ბუნებაში. ზედმეტად აგრესიული და სულსწრაფი, დიქტატორი და ეგოისტი ხდებით, რაც გამოიწვევს საპასუხო რეაქციებს.
მორიელი: ყველაზე რთული პერიოდია მორიელისთვის, ყველა სახის პრობლემები იჩენს თავს. ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები და შეცდომები აქტიურდება. შემოქმედებითი პაუზა აიღეთ. საკუთარი გეგმები არავის გაანდოთ.
მშვილდოსანი: ფორიაქიან-ქაოსული პერიოდი გაქვთ. ახალი ნაცნობობა, საინტერესო წინადადებები და უამრავი შეხვედრა შეიძლება გქონდეთ. თუმცა ეს არაფრის მომცემი არ იქნება თქვენთვის. მთავარ საკითხებზე კონცენტრირდით.
თხის რქა: კათარზისული და საკმაოდ რთული პერიოდი გაქვთ, რაც დიდ სულიერ ცვლილებებს გამოიწვევს. აქტიურდება მოულოდნელი საკადრო ცვლილებები, გეგმების მოულოდნელად შეცვლა. შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობები, სამყარო გცდით თქვენ. თქვენ უნდა იპოვოთ ოქროს შუალედი ყველაფერში, სხვა შემთხვევაში შეიძლება სერიოზული ნერვული სტრესი მიიღოთ.
მერწყული: მთავარი რაც გჭირდებათ ამ კვირაში, ეს არის ემოციების მოთოკვა. ეს უმთავრესია. მოდუნდით, ემოციებს ნუ აყვებით, ეს გახდება დაძაბულობის და არასწორი ურთიერთობების მაპროვოცირებელი. მნიშვნელოვანია სანდო მეგობრები. სხვა მხრივ წარმატების შანსი მაღალი გაქვთ.
თევზები: სიფრთხილე გამოიჩინეთ. პარტნიორებთან და ხელმძღვანელებთან დაძაბულობის ტენდენცია მაღალია. ფარულ მტრებს არ სძინავთ. დაეყრდენით ინტუიციას, გადადით შემოქმედებით მუშაობასა და მშვიდ რიტმზე. ნუ გეშინიათ ეს პერიოდი მალე გაივლის.