თბილისის N71 სკოლის IIბ, IIIა და Iდ კლასები izrune.ge-ს „სუპერ კლასებად“ დასახელდნენ
12-10-2020
დაკოპირებულია
-
+
izrune.ge-მ 2020-2021 სასწავლო წლის პირველი „სუპერ კლასების“ ნუსხა გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისის N71 საჯარო სკოლა- IIბ, IIIა და Iდ კლასები დამსახურებულ ადგილებს იკავებენ.
IIბ კლასის დამრიგებელი ხათუნა ფახურიძე გახლავთ, IIIგ კლასს თიკო ლაცაბიძე ხელმძღვანელობს, ხოლო IIIა კლასის დამრიგებელი ლედი ელიაშვილია.
2020-2021 სასწავლო წლის პირველი „სუპერ კლასები“ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 27 სექტემბრის შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით გამოვლინდა.
„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.
კლასების წამახალისებელი ტიტულების მიზანია კლასში გუნდურობის და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპის დანერგვა და დამრიგებლების როლის გაზრდა
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.