სიახლეები
სკოლები

„თავისუფალი​“- დისველის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო დოხტურიშვილი ​საკუთარ ნოველას წარმოგვიდგენს
12-10-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი გვთავაზობს ნოველას, რომელიც ადამიანის ამქვეყნიურ ტანჯვასა და საბოლოოდ მოპოვებულ თავისუფლებას ეხება.

თავისუფალი

სამყაროს ფერების  გარემოცვა, ახალისებს სიცოცხლის სივრცეს, შესაბამისად ლამაზად აღქმის თავისებურებას სწავლობ. ამდიდრებ და ანუგეშებ ჰარმონიულ წარმოსახვას. სწორედ ასეთი გარდასახვით ვქმნი სრულყოფილებას. ყვითელი ჩემი მოცისკროვნებული მომავლის ფერია; მწვანე - ტყის სურნელით შემორკალული გაზაფხული. აქ ყველაფერს დედაბუნების სურნელი ასდის; შავი კი ჩემი სულის ფერია, თალხით შემუსრვილ-დამძიმებული. ის გრძნობითა და ფიქრით, უსიტყვოდ ეგუება ცხოვრების რუტინულ  წყობას,  კანჯოს სიმსუბუქით,  გულის  აბობოქრებულ ტალღებში, ზლაზვნით  მიიკვლევს  გზას.  მშვიდად და უსიტყვოდ  დაბორიალობს ამ გავერანებულ სამყაროში. გზადაგზა წამოსროლილ მზერას  იჭერს, რომელიც  ერთპიროვნულად დასთამაშებს მისი არსებობის ავბედითობას. აქაც მშვიდად აბათილებს შემოტევას და  მიილტვის თავისუფლებისკენ, სიმშვიდისკენ... იქ, სადაც არავინ თრგუნავს უხამსი ფრაზებით! ეს არის სულის არსებობის  საიდუმლოება და დოგმა, რომელსაც ყველა უსიტყვოდ ემორჩილება.ხანდახან მიჩნდება კითხვა -ასეთ უმწეოსა და უსუსურს ვინ უფრთხილდება ჩემს სულს? - მშობლები?- ისინი  თავის სიამტკბილობას საკუთარ ალკოჰოლში აზავებენ, არაფხიზელი გამომეტყველების  ფასად. ქარბორბალასავით ანადგურებენ ყველაფერს ჩემს სოციუმში, ნამსხვრევებად  შლიან  ფეხდაფეხ  შეკოწიწებულ ოცნებებს. მოწყვეტილი რეალობას, მხოლოდ ეგოისტური ვნებებით არიან სავსენი. სადაა ამ დროს შვილი?  ვის ახსოვს შვილი? ხშირად ვუღრმავდები გარემოცვას და სამწუხაროდ, ვერაფერს  ვხედავ,  ტყუილის, შურის ბოროტების გარდა. ეჰ, საცოდავი ბავშვი... მეძახიან ისინი, ვისაც საკუთარი პრობლემები სარეველა ბალახივით უბიბინებს სახლში. მიუხედავად ამისა,  მაინც სხვის სიდუხჭირეს  ეჭიდებიან, სინდისის დასამშვიდებლად. სულ მინდა ვკითხო, რა გრძნობას ატანენ ამ სიტყვებს? ეს სხვისი ტკივილის გაზიარებაა?   თუ ეს ასეა, რად მინდა ირონიით გაზავებული თანაგრძნობა. ან შეიძლება შთაბეჭდილების მოხდენა უნდათ ჩემს მშობლებზე, რომელთა  ცხოვრებაც ჩვეულებრივი კლინიკური  გარდაცვალებაა - ფანტაზიამოკლებული ყოფა, დროის უმეტეს ნაწილს  თავის ეიფორიაში რომ  ატარებენ. ხშირად მწვავე სასმლის გემოთიც ლაღდებიან და მერე ეძინებათ უდრტვინველად, თითქოს არაფერია მათთვის საფიქრებელი და  სადარდებელი! მაგრამ მე  დამოუკიდებელი პიროვნება და ძლევამოსილი ადამიანი ვარ, რომელსაც საღად აზროვნება და განსჯის უნარი გააჩნია .სწორედ ამ პრინციპით გზადაგზა ვეცემი, ვდგები, ვტირი და ამ ცრემლებში მთელ ჩემს იმედებს ვაქცევ ერთ მთლიან დასტად. ჩავაბარე გამოცდები და პირველი კურსის სტუდენტი გავხდი. გასაოცარი ეფექტი იყო ჩემი ერთფეროვანი ცხოვრებისთვის. დედ-მამას არც კი გაუგია სასიამოვნო  სიახლე, ჩავთვალე, რომ არ გაუხარდებოდათ, არადა - რატომ? ახლა ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ან შეიძლება ვერც ვერასოდეს მიიღოთ ამაზე პასუხი. წავედი შვილის ნუკრივით დავხტოდი ახალ, უცხო მრწამსითა და მენტალიტეტით გაზავებულ საზოგადოებაში. თითქოს  გავაღწიე ამ ცხოვრების ლაბირინთიდან და  სხივებით განათებული განთიადის სიდიადეც, პირველად  შევიგრძენი.  თავისუფლების წყურვილი კი მაინც განდიდებისკენ მიბიძგებდა. ათასწახნაგოვან სქემაში მართებულად ის ნაბიჯი  მეგულებოდა,  რომელიც ჩემი გონებისა და გარეგნობის ეფექტით განისაზღვრებოდა.

 ეს დღეც დადგა,სასწავლებელში გამაცნეს ნიჭიერი და წარმატებული რეჟისორები, რომლებმაც შემომთავაზეს მოკლემეტრაჟიან ფილმში მთავარი როლის მორგება.მეც დავინტერესდი მათი პროფესიონალიზმით და გადავწყვიტე თანამშრომლობა. უსაზღვროდ  გამიხარდა,  დავიგულე გზა, რომლის დახმარებითაც ვიმარჯვებდი გაჭირვებაზე, სიდუხჭირეზე, შიმშილზე უსახსრობაზე. მე ზენიტი ვიყავი, გესმით - მთელი ხმით ვყვიროდი და ვამაყობდი საკუთარი გადადგმული ნაბიჯით. მე ზენიტი ვარ, მე უზენაესი ვარ. ღმერთო, მე ყველაფერი და ყოველგან ვარ!

გადაღებაზე მისული უცნაურ სცენას შევესწარი, ადამიანები ამრეზით მიყურებდნენ და  უეცრად ის მზერა დავიჭირე, რასაც წლების განმავლობაში დედ-მამის თვალებში  ვერკინებოდი.  ნუთუ ესენიც  ალკოჰოლით არიან გაჯერებულნი?ღმერთო, თქვენც ნასვამი ხართ? როგორ?

რატომ არა? ვინ დაგვიშლის! ჩემი გაკვირვებული, დაბნეული  მზერა შეკრთა,  ოცნებები მყისიერად   დადნა თოვლის გუნდასავით. გავაანალიზე, რომ ასე მალე ქვეყნის ბატონ-პატრონი ვერ გავხდებოდი, ვერ გამოვტოპავდი ტბას და მდინარის სათავეში ვერ მოვექცეოდი. სწორედ იმ მდინარეს ვგულისხმობ. რომელიც ზღაპარი მეგონა. თურმე ერთი დიდი უხამსი ჭაობი ყოფილა, ბინძური მცურავებით გარშემორტყმული! ვიჩქარე!  სწრაფად ავედი ზენიტში და მერე მოცელილივით დავეცი მიწაზე. ვიჩქარე! ავყევი ემოციებს და  მოვწყდი  რეალობას, რომელთანაც სუფთა  ზრახვები  მამოძრავებდა. ახლა ჩიხში ვარ და არსაიდან საშველი არ ჩანს. მშობლებიც მენატრება და ჩემი გაცრეცილი სახლის კედლებიც. გულგატეხილი  გამოვბრუნდი უკან, ტყუილია, ფარსია მე შემეშალა შევცდი...

მერედა, ვინ გიშვებს ?

ახლა დავაკვირდი, რომ  მგლების ხროვაში სრულიად  მარტო და დაუცველი კრავივით  აკანკალებული,  შეშინებული, ვიდექი. თვალებით მასამარებდნენ,  მაკნინებდნენ, მანადგურებდნენ! ეს სამყარო იმაზე დაუნდობელი ყოფილა, ვიდრე მეგონა, როგორი შეუბრალებელი მზერით მიცქერდნენ; მათთვის მტვერი ვიყავი, უსიცოცხლო, დაუცველი ფიტული, რომელსაც უკანმოუხედავად გაანადგურებდნენ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ  ასე სურდათ? და მათი სურვილის წინაშე ყველანაირი ხვეწნა-მუდარა თუ სიბრალული, უადგილო და უემოციო იქნებოდა. ამიტომ დავყაბულდი ბედს, ძლიერი დარტყმის  შედეგად გავქრი უმისამართოდ და დავიკარგე  უკუნეთ სიბნელეში. გონზე მოსული ვერაფერს ვგრძნობდი, მხოლოდ თავსუფლების შეგრძნება გამიმყარდა, გამიძლიერდა,  მისი ძალისხმევით  ნელ-ნელა მივიწევდი ზენიტისკენ, განვიცდიდი არნახულ სიხარულს. მე უზენაესი  და ბედნიერი  ვიყავი, არანაირი დამთრგუნველი შეგრძნება არ მიკლავდა  გულს. ფრინველივით გავშალე  ფრთები და ლაღად გავინავარდე  მაღლა ღრუბლებში. მხოლოდ ერთი წუთით შევავლე მიწის გულს თვალი და იქ დავინახე, მტკვრის მონავარდე გამჭვირვალე მკლავებით,  გამორიყული ჩემი უსულო  სხეული.  გარშემო ისევ ის შეუბრალებელი მზერა დასთამაშებდა, გალურჯებულ თევზებისგან შეჭმულ ჩემს სხეულს. საცოდავი, ალბათ შეიწირეს და  მოაჯირიდან გადმოაგდეს. დიახ, ასეა... ახლა პირველად ვერ ვხედავ მათ თვალებში ირონიას,აღარც შემივლია თვალი,   რით დასრულდებოდა ეს გოდება. მხოლოდ ის გრძნობა მამშვიდებდა,  რომ ჩემი სხეული  ბუმბულივით მსუბუქი იყო . ოდნავ დანანებით, ცრემლმორეულმა დავტოვე მიწის გული და ცის კაბადონს მიუახლოვდი. ახლა მშვიდად ვარ და არაფერი მადარდებს, ტკივილი ძნელად აღსაქმელი და შეუვალია ჩემი გონებისთვის! ახლა თავისუფალი ვარ, ანგელოზებისა და  თეთრ ღრუბლებში გახვეული  ბედნიერებით, მივიწევ ცისკენ! მე თავისუფალი ვარ!


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის“ საქმიანობას აჯამებს


„მადლობა ჩემი სკოლის ქიმიის მასწავლებელს, რომელმაც საგანი შემაყვარა“ - გაიცანით გიორგი ბალხამიშვილი, რომელმაც ქიმიაში 63-დან 62 ქულა მიიღო

როგორ უნდა შეცვალოთ რეიტინგულ სიაში საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - დეტალური ინსტრუქცია და ვადები

პიროვნება
სკოლები

კურსდამთავრებულები წარმატებული მოსწავლეებიც გახლდათ და ისინი მედლების კანდიდატებიც არიან

საინტერესო

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება