მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
5 ოქტომბერი თითოეული პედაგოგისთვის განსაკუთრებულია, რადგან ეს მათი პროფესიული დღეა. დღე, რომელიც ათას ჭირნახულ დ მაინც, ბოლომდე საკუთარი პროფესიის ერთგულ მასწავლებლებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რაოდენ ძვირფასები არიან საკუთარი მოსწავლეებისთვის.
თბილისის N120 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება კოლეგებს ულოცავს 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღეს:
„ყველა პედაგოგს ვულოცავთ, ვუსურვებთ პროფესიულ წარმატებებს და მოსწავლეების უსაზღვრო სიყვარულს, რისთვისაც ღირს მასწავლებლობა!
იყო მასწავლებელი - ნიშნავს საქმის უანგარო სიყვარულს, პროფესიონალიზმს, თეთრად გათენებულ ღამეებს, მოსწავლეებზე ფიქრს, ზრუნვას.
მასწავლებელი თუ ხარ, უსაზღვროდ უნდა გიყვარდეს შენი საგანი, მოსწავლეები... უნდა შეგეძლოს, მათი თვალით შეხედო სამყაროს, ბედისგან დაჩაგრულ ბავშვს ცხოვრება გაულამაზო, მის სევდიან თვალებში იმედის ნაპერწკალი აანთო, შეაქო, წაახალისო, ზარმაც მოსწავლეს სწავლისადმი ინტერესი გაუღვიძო, პირადი მაგალითით უნდა ეცადო, გახდე მისთვის მისაბაძი პიროვნება, ნათელი კვალი დატოვო, რათა გახდე მისი ცხოვრების ნაწილი, მისი ბავშვობის საუკეთესო მოგონება და ძვირფასი ადამიანი!“, - ასეთია თბილისის N120 საჯარო სკოლის მილოცვა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს, თუმცა მოსწავლეთა მილოცვა სიტყვებით - „რა ვუყოთ, მასწავლებელი დღეს არა ფასობს ჩვენშია, თუმცა ხსნა ჩვენი ერისა მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია“ - ალბათ ყველაფერს გადაწონის.
იხილეთ ბმული
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა