სიახლეები
სკოლები

„პირადი ჰიგიენა = ჯანსაღი ცხოვრება“​ - ივანდიდის საჯარო სკოლის პედაგოგმა, იამზე ფანცულაიამ საინტერესო პროექტი განახორციელა
12-10-2020
-
+


ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში პროექტი - „პირადი ჰიგიენა = ჯანსაღი ცხოვრება“ განხორციელდა. 

პროექტს ბუნებისმეტყველებისა და „მე და საზოგადოების“ მასწავლებელი იამზე ფანცულაია ხელმძღვანელობდა. 

„მონატრებულ სასკოლო გარემოში დაბრუნებისთანავე დავიწყე ზრუნვა იმაზე თუ რა უნდა გამეკეთებინა პირველი, რომელიც მეტ ხალისს შემატებდა სასწავლო პროცესს. გამიჩნდა იდეა საკუთარ სადამრიგებლო კლასში განმეხორციელებინა პროექტი. საპროექტო თემად სხვა რა უნდა შემერჩია თუ არა დღევანდელი გლობალური პრობლემის გამომწვევი ე.წ „კოვიდ- 19 და პანდემია“. თემიდან გამომდინარე უკეთესი იქნებოდა კომპეტენტური პირი ჩამერთო აღნიშნულ პროექტში, რომელიც უფრო პროფესიონალურად მიუდგებოდა ამ საკითხს და მოსწავლეებისთვის უფრო ნათელს გახდიდა არსებულ პრობლემას. დაანახებდა მოსწავლეებს პანდემიის თავიდან აცილების საჭიროებას. ამისთვის დახმარება ვთხოვე სკოლის ექიმს ნანა ეფრემიძეს, რომელმაც ჩვეული გულისხმიერებით მიუდგა საკითხს და საბოლოოდ პროექტი დავასრულეთ წარმატებით.

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე დავუკავშირდი მშობლებს ონლაინ და მივიღე ნებართვა კლასთან ერთად მემუშავა აღნიშნულ პროექტზე. ინფორმაცია პროექტის განხორციელების შესახებ ვაცნობე სკოლის ადმინისტრაციას და საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დავიწყე პროექტზე მუშაობა.

შემდეგი ჩემი ნაბიჯი მოსწავლეებისთვის საპროექტო თემის გაცნობა იყო. დიდი სიხარულითა და ოვაციებით შეხვდნენ ისინი ამ ინიციატივას (მათ აქვთ პროექტზე მუშაობის გამოცდილება წინა სასწავლო წლიდან). გავაცანი კლასს როგორც საპროექტო თემა ასევე განსახორციელებელი აქტივობები. შევიმუშავეთ შეფასების სქემაც და შემდეგ ყველა დაგეგმილი აქტივობა განვახორციელეთ გაწერილ დროში.

კლასის ინტერესი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღალი აღმოჩნდა.
ამავდროულად ვთვლი, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო გარემოში მუშაობა მონატრების საგანი გახლდათ და ისინი დიდი მონდომებით ასრულებდნენ ყველა ჩემს მითითებას. საბოლოო ჯამში კი პროექტი წარმატებით დავასრულეთ.
პროექტში აქტიური ჩართულობისთვის ყველა მათგანს სკოლის დირექციის და ჩემი სახელით გადავეცი სერტიფიკატები.

მინდა ავღნიშნო რომ პანდემიის გამო შექმნილი რეგულაციების გათვალისწინებით, ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც უცხო აღმოჩნდა პროექტის განხორციელება ჯგუფური მუშაობების გარეშე, დისტანციის და სრული რეკომენდაციების დაცვით. მოგეხსენებათ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომლობითი გარემოს შექმნა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაა. ვთვლი, რომ თანამშრომლობითი გარემო შევქმენით მაგრამ, სამუშაოს ორგანიზება მაინც ინდივიდუალურად წარვმართეთ( ჯგუფური მუშაობა უფრო საინტერესო და სახალისოა).

წარმატებებს ვუსურვებ, სრულიად საქართველოს მოსწავლეს და მასწავლებელს, ყველა მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევაში. ვუსურვებ მშვიდობიან და ჩვეულ სასკოლო გარემოში სასწავლო პროცესის წარმართვას“,-აღნიშნავს იამზე ფანცულაია.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება