მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1-ელ ოქტომბერს ქუთაისის N19 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მერხებს დაუბრუნდნენ.
სკოლამ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინა.
სკოლაში მოსწავლეთა და პედაგოგთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით, ყველა რეგულაცია დაცულია.
სკოლა მოსწავლეებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.
„ხანგრძლივი განშორების შემდეგ ისევ დაუბრუნდნენ სკოლის მერხებს ჩვენი აღსაზრდელები. მართალია, არასრული შემადგენლობით, მაგრამ ამან ვერ გაანელა ის უდიდესი სიხარული, რაც ბავშვების ჟრიამულმა მოუტანა სკოლის კედლებსა და თითოეულ ჩვენგანს. განსაკუთრებით პირველკლასელებმა და მათმა მასწავლებლებმა განიცადეს დღევანდელი დღე, პირველი შეხვედრა, პირველი ემოცია, პირველი მასწავლებელი-ეს ხომ ყოველთვის განსაკუთრებული და დაუვიწყარია. წარმატებული სასწავლო წელი, ჩვენს ძვირფას ბავშვებს, მალე უფროსკლასელებიც შემოგვიერთდებიან და ჩვენი დიდი ოჯახი კვლავ ჩვეული ენთუზიაზმით გააგრძელებს სწავლას ძირძველ N 19 საჯარო სკოლის კედლებში“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა