მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლის პირველკლასელები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.
მიუხედავად იმისა, რომ მერხებს ვერ მიუსხდნენ, მაინც დიდი ხალისითა და ენერგიით სწავლობენ ანბანს და ეკრანებიდან სიყვარულით უცქერენ და უსმენენ თავიანთ მასწავლებლებს.
„ჩვენი ყოჩაღი პირველკლასელები...მართლაც! ნიჭიერები, ყოჩაღები, ენერგიულები და დაუზარელი პატარები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მიუჯდნენ მერხებს და გულში ვერ ჩაიკრეს კეთილმა მასწავლებლებმა, მაინც ცდილობენ დიდი ხალისითა და ენერგიით შეისწავლონ ანი-ბანი და ეკრანებიდან სიყვარულით უცქირონ და უსმინონ თავიანთ ლამაზ, სიკეთით სავსე მასწავლებლებს ასე რომ ზრუნავენ მათზე და თავს არ ზოგავენ, რადგან კარგად იციან, რომ კარგი, განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის ძლიერი და მთავარი ხერხემალია.
დიდ იმედს ვიტოვებთ,რომ მალე აჟრიამულდება ჩვენი სკოლის კედლები აი, ამ საოცარი ბავშვების სიცილ-კისკისითა და წკრიალა ხმით.
მადლობას მოვახსენებთ თითოეული მოსწავლის მშობელს ამ გამოწვევის მიღებისათვის და თანადგომისათვის , დიდი მონდომებისათვის. ყველამ უკვე კარგად გააცნობიერა ყოველი დისტანციური გაკვეთილების სრულყოფილება და მიზანი“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება