სიახლეები
ეტალონი, სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა

''ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის'' სკოლა ''ეტალონს'' სკოლის ავტობუსით დახვდა
17-10-2017
-
+


''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად არეშფერანის სკოლას ესტუმრა. 

''ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის'' სკოლის დირექტორი თამაზ კაპანაძე ''ეტალონს'' სკოლის ავტობუსით დახვდა. 

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის ''ლაგოდეხის ეტალონ მოსწავლეს'' ნიკოლოზ ხოზრევანიძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა, კოსტა ხეთაგუროვის (კოსტა ხეთაგუროვი ოსური ლიტერატურის დამფუძნებელი; პოეტი, განმანათლებელი, მხატვარი) ძეგლთან კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

შეხვედრას ლაგოდეხის რესურსცენტრის უფროსი მანანა ჩიკვაიძე, სკოლის დირექტორი თამაზ კაპანაძე, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.        

შეხვედრის ბოლოს, ინტელექტ-შეჯიბრის ავტორმა და წამყვანმა მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.    

ამ წუთებში, ''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი, ლელიანის, აფენის N1, გვიმრიანისა და არეშფერანის სკოლის წარმომადგენლები მიემართებიან ლაგოდეხის კინოთეატრის დარბაზისკენ, სადაც 2017-2018 სასწავლო წლის ''ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.  

შეგახსენებთ, რომ არეშფერანის სკოლა ლადოგეხში მდებარეობს. სკოლაში 121 მოსწავლე სწავლობს, 45 ოსი და 76 ქართველი. სკოლას 23 მასწავლებელი ჰყავს.  



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება