მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესიულ დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში სკოლებში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.
„მასწავლებლებისადმი დიდი სიყვარულით და მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩეოდა მასწავლებლის პროფესიულ დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩვენს სკოლაში, რომელიც 1-6 ოქტომბერს გაიმართა სხვადასხვა კლასებში. მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები, ნახატები, სიმღერები, პოსტერები და ჩაწერეს ვიდეო მიმართვები.
მე-5 კლასის მოსწავლეთა ღონისძიება: „მასწავლებელი შუქი სულისა“ მოამზადა ქართული ენის მასწავლებელმა და კლასის ხელ.მა ქეთევან სვანიძემ. „მასწავლებელო, მასწავლებლობას, გმირობად გითვლით ერი!“- მე-8 კლასის ღონისძიება მოამზადა ქართული ენის მასწავლებელმა მანანა ჯავახაძემ.
„მასწავლებელი ცოდნის ლამპარი“- მე-3 კლასელთა ღონისძიება მოამზადა ნათია ვარდანიძემ.
ასევე ღონისძიება ინგლისურ ენაზე მე-6 კლასში მოამზადა ინგლისური ენის მასწავლებელმა იულია კუხალაშვილმა და სხვ.
ასეთი სიყვარულით მიულოცეს მოსწავლეებმა თავიანთ მასწავლებლებს მასწავლებლის დღე“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება