სიახლეები
საინტერესო

''ამგვარი რამ ყოველ კუთხეშია - ესენი ყველა პროვინციალიზმია'' - აკაკი წერეთლის დამოკიდებულება დიალექტიზმის მიმართ
18-10-2017
-
+


ტერიტორიული დიალექტი ენის ისეთი განშტოებაა, რომელიც ამა თუ იმ კუთხის ან ტერიტორიის მცხოვრებთ ახასიათებთ.

ასეთია, მაგალითად, გურული დიალექტი, იმერული დიალექტი, ქართლ-კახური დიალექტი, რაჭული, ფშავური, მოხევური და სხვ.

ამ კუთხეების მცხოვრებთა სალაპარაკო ენა ნაწილობრივ განსხვავდება საერთო-სალაპარაკო ეროვნული ენისაგან. ტერიტორიულ დიალექტს აქვს თავისი გრამატიკული წყობა და ლექსიკური ფონდი. ერთ-ერთ დიალექტს საერთო-სახალხო ენის წარმოშობის დროს შეუძლია საფუძვლად დაედოს უკანასკნელს, ე.ი. საერთო-ეროვნულ ანუ სალიტერატურო ენას. მაგალითად, ქართველი ხალხის საერთო ეროვნულ ენას საფუძვლად უდევს ქართლ-კახური დიალექტი.

დიალექტები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არა მარტო ენის გრამატიკული წყობით, არამედ მასთან ერთად გამოთქმების თავისებურებით. არაიშვიათად გაიგონებთ ლიტერატურული ენის ასეთ დამახინჯებებს: ''რა უნდებიე'', ''დუუძახე'', ''მუაწია''(გურიაში); ''დოუძახე'', ''მევიდა''(იმერეთში); ''ჭოვ''(აჭარაში) და სხვ.

ასეთი სიტყვები და გამოთქმები ეწინააღმდეგება ქართული ენის საერთო ბუნებას. რამდენადაც კულტურული ხდება ხალხი, იმდენად უფრო ქრება მსგავსი მახინჯი ენობრივი მოვლენები ამა თუ იმ კუთხის ლექსიკური ფონდიდან.

დიალექტის გამოყენებისას საჭიროა ზომიერება და სიფრთხილე. თუ კუთხური ან ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისათვის დამახასიათებელი სიტყვები გადაჭარბებით იქნა გამოყენებული, მაშინ აზრი შეიძლება სრულიად გაუგებარიც დარჩეს. ასეთ დიალექტიზმებს უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს აგრეთვე ხალხური მეტყველების მნიშვნელობა სალიტერატურო ენის გამდიდრების საქმეში. საქართველოს ცალკეულ კუთხეებში ბევრია ისეთი სიტყვა, რომლის მაგიერი სალიტერატურო ენას არ მოეპოვება. ხალხის მეტყველება ინახავს ისეთ გამოთქმებს, რომელთა ფორმები მისაბაძია. უნდა განვდევნოთ ისეთი სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც ანაგვიანებს ქართულ ენას და ეწინააღმდეგება მის საერთო ბუნებას.

სწორედ ასე ესმოდათ ეროვნული ენის მშენებლობის ამოცანა მე-19 საუკუნის ქართველ კლასიკოსებს.

აი, რას წერდა ამ საკითხზე აკაკი წერეთელი:

''ახალი სიტყვის ხმარება, თუ კი სადმე პროვინციაში გასპეტაკებულა და დედაენის კანონის თანახმად აღმოცენებულა, მისაბაძვია საყოველთაოდ... ამგვარი კანონიერი რამეებით უნდა შევავსოთ და გავასუქოთ ქართული ენა, საჭიროც არის. მაგრამ ის, რაც დედაენის წინააღმდეგ სხვადასხვა მხარეებში, პროვინციებში დაუმახინჯებიათ და გაუფუჭებიათ, ხელმოსაკიდები კი არა, პირიქით, გასადევნია! 

მაგალითად, გურიაში ამბობენ: ''ნენა! რას უყუნცულებ? დროა პაწა შევკიდოთ ცეცხლს და ჩა ვსვათ''. (დედა! რას უცდი? დროა შევუკიდოთ ცეცხლს და ჩაი დავლიოთ).

იმერეთში: დანები მოსულარიან და აქანეი ჯილარიან. (დები მოსულან და აქ ზიან, ან სხედან). რაჭაში: ქვე ქნიან ფონ ქვერე ჩემ გოჭუკელას (ფონს ქვევით(წყლის პირად) ასო – ასო სჭრიან ჩემ გოჭს)

ქართლში: ჯალაბი ობაზე წავასხი და ჩვენთან ერთად ფოფოდიაც მოაბოტებდა (სახლობა ხატობაზე (ან ჯვრობაზე, ან დღეობაზე) წავიყვანე და ჩვენთან ერთად მღვდლის ცოლიც მოდიოდა).

ამგვარი რამ ყოველ კუთხეშია - ესენი ყველა პროვინციალიზმია: მაგრამ ქართულ ენაში ამგვარი რამეების შემოტანა, აქაოდა ჩვენს კუთხეში ასე ხმარობენო, ნუთუ ენის გარყვნა არ იქნება?''

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. , სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება