მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის, ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელები მათემატიკურ საფუძვლებს ეზიარნენ. პედაგოგმა თამარ გვაზავამ სიმულაციური სწავლების მეთოდი გამოიყენა და სხვადასხვა თვალსაჩინოების გამოყენებით, პატარებისთვის გაკვეთილი აქტიური, სახალისო და ძალიან საინტერესო გახლდათ.
„სწავლების არსი დაფუძნებულია ცხოვრებაში საჭირო, გამოსადეგი ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაგროვებაში. სწავლის პროცესი უნდა იყოს სახალისო, საინტერესო, შემოქმედებითი. ეს ეტაპი განსაკუთრებულ გამოყენებას დაწყებით საფეხურზე მოითხოვს. ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის I კლასში შესასწავლი თემატიკიდან გამომდინარე, მასწავლებელმა, თამარ გვაზავამ, საკლასო სივრცეში განათავსა საჭირო ნივთები, მიზნობრივი თვალსაჩინოებები და სასწორი. მოდელირებული და სიმულაციური სწავლების მეთოდის გამოყენებით ეზიარნენ მოსწავლეები მათემატიკურ უტოლობებს - მეტია, ნაკლებია და ტოლია.
წარმატებებს ვუსურვებთ პატარებს მათემატიკურ ანა-ბანაში“, - აღნიშნულია ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა