მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორს 11 წლის მოზარდის ცემაში ადანაშაულებენ.
დაზარალებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვს თანატოლებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა, რის შედეგადაც სკამი გატყდა, გაბრაზებულმა დირექტორმა კი ბავშვს თავი ჯერ მერხზე, შემდეგ კი კედელზე არტყმევინა. შედეგად მოზარდმა რამდენიმე წუთით გონება დაკარგა.
სკოლის დირექტორი ბადრაგინ ქამიროვი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
„ორი მეხუთეკლასელი ჩხუბობდა დასვენებაზე, მასწავლებელმა ვერ შეძლო მათი გაშველება, ამიტომ მივედი და მე დავეხმარე მათ გაშველებაში. ამის მერე არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა. ეს არის ცრუ ბრალდება. მასწავლებლები უკვე იყვნენ დაკითხვაზე და მეც ალბათ მალე გამომიძახებენ“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა
საჩივარი მარნეულის პოლიციაში უკვე შეტანილია - ოჯახი დირექტორის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. თავად სკოლის ხელმძღვანელი კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს.
გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო