სიახლეები
ეტალონი

მოულოდნელი გამარჯვება და გულწრფელი ემოციები - ''ქალაქ თელავის ეტალონი მოსწავლე'' გამარჯვების საიდუმლოს გვიმხელს
17-10-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად, ''ქალაქ თელავის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.

ღონისძიებას ქალაქ თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, ქალაქ თელავის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ელენე ღარიბაშვილი, ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი ეკატერინე ჩხუტიაშვილი, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები  და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

''ქალაქ თელავის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ქალაქ თელავის N1 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანი ხუცაიძე დაეუფლა:

"არ ველოდი ''ეტალონში'' გამარჯვებას. ეს იყო ძალიან ემოციური დღე. ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობამ და გამარჯვებამ უფრო მეტად თავდაჯერებული და თამამი გამხადა. ''ეტალონი'' არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენთვის, მოსწავლეებისთვის, ეს პროექტი ძალიან ბევრის მომცემია. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევდი, რომ არ ინერვიულონ, იყვნენ თავდაჯერებულები და კითხვებზე უფრო მეტ სწორ პასუხს გასცემენ. ვიტყოდი, რომ ცოდნამ განაპირობა ჩემი გამარჯვება, მაგრამ რომ მენერვიულა და თავდაჯერებული არ ვყოფილიყავი, ვერ გავიმარჯვებდი."

ქალაქ თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ''ეტალონი'' ასეთი სიცოცხლისუნარიანი პროექტი აღმოჩნდა: 

‘’ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ ეს პროექტი ასეთი სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო სივრცეში არ არის აქტიურად, მთელ საქართველოში მოგზაურობს და შემოიკრიბა ყველა სკოლა, შეაღწია ყველა იმ ოჯახში, სადაც ახალგაზრდა ეუფლება განათლებას. ''ეტალონი'' ხელს უწყობს ახალგაზრდების მოტივაციის ზრდას. ძალიან კარგად იყო წარმომადგენილი თელავის სკოლები ‘’ეტალონზე’’, მოსწავლეები ძალიან აქტიურები და მოტივირებულები იყვნენ. ვულოცავ გამარჯვებულს და ვუსურვებ იყოს წარმატებული და ფინალურ ტურშიც ასეთივე წარმატებით ეასპარეზოს.’’

ქალაქ თელავის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ელენე ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ღონისძიება გასულ წელთან შედარებით უფრო მასშტაბური იყო:

"ღონისძიება გასულ წელთან შედარებით უფრო მასშტაბური იყო, რაც მისასალმებელია. მინიმალურ დროში პასუხობდნენ ბავშვები და ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. ძალიან წარმატებული პროექტია ''ეტალონი'' და ყოველთვის თქვენი მხარდამჭერები ვიქნებით."

ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის ეკატერინე ჩხუტიაშვილის თქმით, ინტელექტ-შეჯიბრი მოსწავლის ცხოვრებაში ბევრ რამეს ცვლის:

„ძალიან მომწონს, რომ ასე ზრუნავთ ბავშვებზე. ძალიან კარგი და სასიამოვნო დღე იყო. კმაყოფილები ვართ თელავში ჩატარებული ‘’ეტალონით’’. ინტელექტ-შეჯიბრი მოსწავლის ცხოვრებაში ბევრ რამეს ცვლის. მოსწავლეები ვითარდებიან, იზრდებიან, მათ სწავლის მიმართ მოტივაცია ეზრდებათ.“

ქალაქ თელავის N1 სკოლის დირექტორი მაია ოთარაშვილი ''ქალაქ თელავის ეტალონ'' მოსწავლეს ახასიათებს: 

"ჩვენი სკოლის მოსწავლე, გამარჯვებული, ანი ხუცაიძე ძალიან კომუნიკაბელური, მოწესრიგებული და პასუხისმგებლობით აღსავსე გოგოა. გაკვეთილებს რომ კარგად ამზადებს და წარჩინებული მოსწავლეა, ეს უკვე ფაქტია. გარდა ამისა, სხვადასხვა კლუბშია ჩართული და იქაც ძალიან ყოჩაღი გოგონაა. ''ეტალონი'' არის ძალიან კარგი პროექტი, მასში საუკეთესო მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, სწორედ აქ ვლინდება მოსწავლის როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლება. ძალიან კარგი, სააზროვნო კითხვები გაქვთ. ერთი სიტყვით, ''ეტალონი'' კარგად ორგანიზებული ინტელექტ-შეჯიბრია.'' 

''ქალაქ თელავის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ანი ხუცაიძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება