მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ნუცას ბაგა-ბაღის“ წერონისის ფილიალმა შრომის ინსპექციის შემოწმება წარმატებით გაიარა. ბაღში სააღმზრდელო პროცესი 19 ოქტომბრიდან განახლდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ნუცას ბაგა-ბაღი“ ავრცელებს.
„მოგესალმებით, დედიკოებო! სასიხარულო ამბით მოვედი, ვინც მოუთმენლად გველოდებით. მინდა გაგახაროთ, წერონისის ფილიალმა ჯანდაცვის გადაწყვეტილებით გაიარა ყველა შემოწმება და დადებითი პასუხი მიიღო. „ნუცას ბაგა-ბაღი“ მუშაობას განაგრძობს 19 ოქტომბრიდან“,- ნათქვამია ბაგა-ბაღის ინფორმაციაში.
„ნუცას ბაგა-ბაღი“ 8-თვიდან 6-წლამდე აღსაზრდელებს იღებს. სამუშაო გრაფიკია: ორშაბათი - კვირა 09:00-დან 20:00-მდე.
ბაღს ემსახურება გამოცდილი პედაგოგების ჯგუფი: ბავშვთა ფსიქოლოგი, ფილოლოგი და ლოგოპედი.
ბაღში აღსაზრდელების ფიზიკური და სენსორული, სოციალურ-ემოციური, ენისა და მეტყველების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“