მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში ენების ევროპულ დღეს კვირეული მიუძღვნეს. კვირეულის ფარგლებში სკოლაში არაერთი აქტივობა გაიმართა.
წარმატებით ჩაიარა ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის პირველმა დღემ. ღია სივრცეში გარემო XI- XII კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს, VII კლასელები დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა ენაზე მიესალმნენ, IX, X, XII კლასების მოსწავლეებმა კი საინტერესო პრეზენტაციები - „ევროპა- ჩვენი წარსული და მომავალი“, „ევროკავშირის ისტორია“, „საქართველო და ევროპა“ წარმოადგინეს.
კვირეული სკოლის დირექტორმა, ინა ბიწაძემ გახსნა, რომელმაც ყურადღება ევროპულ ღირებულებებზე გაამახვილა. აგრეთვე ისაუბრა განათლების იმ შესაძლებლობებზე, რომელთა წინაპირობა ევროპული ენების ცოდნაა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა