მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2008 წლის 15 ოქტომბრიდან მთელი მსოფლიო, COVID-19-ის პანდემიის პირობებში უმნიშვნელოვანეს დღეს, ხელების დაბანის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს მარტივი და ამავე დროს ეფექტური საშუალება გეხმარება თავი დავიცვათ ინფექციური დაავადებებისგან.
დაუბანელი ხელებით ადამიანის ორგანიზმში ხვდება ისეთი დაავადებების პათოგენები, როგორიცაა ვირუსული პნევმონია, ჰეპატიტი, გრიპი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია და კორონავირუსი.
გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ყოველდღიურად მხოლოდ დიარეით - „ჭუჭყიანი ხელების დაავადებით“ 5 ათასი ბავშვი იღუპება. სიკვდილიანობის ნახევრის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ პლანეტის ახალგაზრდა მცხოვრებლები ჭამის წინ და ტუალეტის შემდეგ ხელებს საპნით კარგად დაიბადნენ.
მსოფლიოს ხელების დაბანა უნგრელმა ექიმმა იგნაც ზემელვაისმა ასწავლა. 1847 წელს ექიმმა ვენის საერთო ჰოსპიტალის სამშობიარო სახლებში, სადაც თავად მუშაობდა, ქალების „სამშობიარო ცხელებით“ გარდაცვალებისა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შეისწავლა.
იგნაც ზემელვაისმა დაასკვნა, რომ ადამიანები კვდებოდნენ, იმის გამო, რომ ექიმები, გვამის აუტოპსიის ან ინფექციური პაციენტების მონახულების შემდეგ მათი დახმარებისას ხელებს არ იმუშავებდნენ.
ზემელვაისმა კოლეგებს ხელების ქლორიანი კირის ხსნარით დამუშავება შესთავაზა. ამ მარტივ ზომას არნახული წარმატება მოჰყვა - სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა.
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ხელების საპნით დაბანა კანის ზედაპირიდან მიკროორგანიზმებს 90%-ამდე აცილებს და კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით ინფექციის გადაცემას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ეს მარტივი პროცედურა ხელს უწყობს ნაწლავის მწვავე ინფექციების დონის 40%-ით, რესპირატორული დაავადებების კი თითქმის 25% -ით შემცირებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო