მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ტატევიკ ხოციანანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ დასკვნით კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავა.
მოსწავლემ II ეტაპის ღონისძიებაში 85 ქულა დააგროვა. „ეტალონმა“ ტატევიკ ხოციანანი მოპოვებული წარმატებისთვის დიპლომით დააჯილდოვა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ.
„ორჯის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ ტატევიკს და უფრო მეტ წარმატებებს უსურვებენ. ჩვენი სკოლა ამაყობს, რომ ასეთი ჭკვიანი, მონდომებული და მიზანდასახული მოსწავლე ჰყავს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
II ეტაპის ღონისძიება ახალქალაქში, ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა. ახალქალაქის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.
იხილეთ ფოტოები20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა