სიახლეები
სიახლეები

სკოლების გახსნა განათლების სამინისტოს 4 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა - პანდემიის გამო შეძენილი ნივთებზე დახარჯული თანხები დეტალურად
16-10-2020
-
+


დეზობარიერები, პირბადეები, დისპენსერები, თერმომეტრები და სადეზინფექციო საშუალებები - ამ ყველაფრის შეძენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 4 720 048 ლარი დაუჯდა. 

კორონავისრუსის პანდემიის გამო, რეკომენდაციების დასაცავად საჭირო ატრიბუტების შესასყიდად საჭირო დეტალური ხარჯები etaloni.ge-მ საჯარო ინფორმაციით გამოითხოვა. როგორც განათლების სამინისტროდან გვაცნობეს, საჭირო ნივთები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ შეიძინა. მათი რაოდენობები და დახარჯული თანხები, ასე გამოიყურება:  

  • 5700 ცალი დეზობარიერი - საერთო ღირებულებით 193 116 ლარი;
  • 1585400 ცალი ერთჯერადი გამოყენების სამშრიანი პირბადე - საერთო ღირებულებით 283 800.92 ლარი;
  • 10 299 ცალი თერმომეტრი - საერთო ღირებულებით 308 970 ლარი;
  • 29 419 ცალი 1 ლიტრიანი მექანიკური (იდაყვის) დისპენსერი - საერთო ღირებულებით 1 529 788 ლარი;
  • 339 400 ლიტრი ხელის სადეზინფექციო საშუალება - საერთო ღირებულებით 2 290 950 ლარი;
  • 4726 ცალი 0.5 ლიტრიანი, 896 800 ლიტრი მზა ხსნარის მისაღები დეზობარიერის კონცენტრატი - საერთო ღირებულებით 113 424 ლარი.

„სააგენტოს მიერ შესყიდული ზემოაღნიშნული სადეზინფექციო საშუალებები, 2020 წლის 14 სექტემბერს უკვე მიწოდებული იყო საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის და ასევე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის. გამონაკლისს წარმოადგენს, მხოლოდ ხელის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც რიგდება 3 ეტაპად, პირველ ეტაპზე 80 100 ლიტრი ხელის სადეზინფექციო საშუალება საჯარო სკოლებს და რესურსცენტრებს დაურიგდათ 2020 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, სამივე ეტაპის დარიგება კი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2020 წლის 01 ნოემბრისა.

ასევე გაცნობებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისათვის სკოლებისთვის რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო ინვენტარის შესაძენად დახარჯულია 4 720 048.92 ლარი, ხოლო საქართველოს მთავრობის 3 სექტემბრის N1683 განკარგულების თანახმად, რომელიც ეხება ,,საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების - ,,56 17 – StopCoV ფონდი“ ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის პროგრამის „საჯარო   სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სისტემის განვითარება“ ფარგლებში თანხის გამოყოფას ზოგიერთი საჯარო სკოლის მიერ საჭირო რაოდენობის რეცხვის, ქიმწმენდისა და სანიტარული საგნების შეძენის მიზნით დაფინანსებულია საჯარო სკოლები ჯამურად 791 449.87 ლარით“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლები საჭირო საშუალებებით მომარაგებულია, კორონავირუსის ფაქტები გამო, ყოველდღიურად სკოლების გარკვეული რაოდენობა დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ვირუსის მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აჭარის გარდა სასწავლო პროცესი სკოლებში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. 19 ოქტომბრიდან კი როგორც დაგეგმილი იყო სააუდიტორიო მეცადინეობები უმაღლეს სასწავლებლებშიც დაიწყება. თუმცა უცნობია, როდის დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს VII-XII კლასის მოსწავლეები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ლექციის თემა იყო – „წრფის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები‘‘

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება