მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლის მეხთეკლასელებისთვის, პედაგოგმა ვენერა წიკლაურმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ჩაატარა ღია ცის ქვეშ.
„გაკვეთილის მიზანი იყო ტყის ეკოსისტემის დათვალიერება. მოსწავლეებისთვის მინდოდა მეჩვენებინა, რომ ტყე არის მრავალსართულიანი სახლი, რომლის თითოეულ სართულს იარუსი ჰქვია. სკოლასთან ახლოს ტყის პატარა კორომია, რომელიც საინტერესო დასათვალიერებელია. ვნახეთ ბევრი სახეობის მცენარეები: ხეები, ბუჩქები, ბალახები. უამრავი მწერი, პეპლები, ფრინველები. ხეების და ჭიანჭველების ბუდეების დახმარებით გავარკვიეთ ჰორიზონტის მხარეები“, -აღნიშნა ვენერა მასწავლებელმა.
ბავშვები კი ემოციებს ვერ მალავდნენ: „ძალიან დიდი ჭიანჭველების ბუდე ვნახეთ, რომელსაც ვუპოვეთ შესასვლელი და გავარკვიეთ, რომ ჭიანჭველების ბუდეს შესასვლელი სამხრეთით აქვს. ვნახეთ სამი სახის იარუსი: მაღალი ხის ვარჯები, ბუჩქები და ბალახოვანი მცენარეები. ბევრი ასკილის ბუჩქი იყო, რომლებსაც ბევრი ასკილი ესხა. ვირის ტერფაც ვნახეთ, რომელიც ხველებისთვის არის კარგი“... - გვიამმბო მარიამ ნაზღაიძემ, ხოლო რუსუდნ ნაზღაიძემ გვიტხრა, რომ ალვის ხე მოეწონა, - „იქ წოროც იყო, რომელიც მჟავეა, მაგრამ ჩიტებს მაინც ძალიან უყვართ. დიდ ბალახებში კალიები დახტოდნენ“...
მოგვიანებით მოსწავლეებმა ფოტოები გადაიღეს და ასე აღბეჭდეს ბუნებსიმეტყველების გაკვეთილით მიღებული ემოციები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა